1. გრანდიოზული, დიდებული; დიდი; grand project [enterprise] გრანდიოზული პროექტი [საქმიანი წამოწყება]; grand spectacle დიდებული / გრანდიოზული სანახაობა; grand mountain უზარმაზარი მთა; the view from here is grand აქედან დიდებული / გრანდიოზული ხედი იშლება;
2. დიდი, დიადი (აგრ. ტიტულების წინ); grand general დიდი / დიადი მხედართმთავარი; Grand Duke ა) დიდი ჰერცოგი; ერცჰერცოგი; ბ) დიდი თავადი; Grand Vizier დიდი ვეზირი; Grand Turk თურქეთის სულთანი;
3. 1) მნიშვნელოვანი, არსებითი; სერიოზული; grand question უმთავრესი საკითხი; grand mistake სერიოზული / საშინელი შეცდომა; grand rounds სამხ. შენაერთის მეთაურის ან გარნიზონის უფროსის მიერ საყარაულო პოსტების შემოწმება;
2) მთავარი, ძირითადი; grand staircase [entrance] მთავარი / სადარბაზო კიბე [შესასვლელი];
4. ამაღლებული; კეთილშობილი, კეთილშობილური; grand conception ამაღლებული / კეთილშობილური იდეა; grand style ამაღლებული სტილი; in grand style ამაღლებულად, კეთილშობილურად [
შდრ. აგრ. 7]; grand character კეთილშობილი სულის ადამიანი;
5. დიდებული, დიდგვაროვანი, მაღალი წრისა; grand lady დიდგვაროვანი / მაღალი წრის მანდილოსანი; grand people დიდებულნი, დიდგვაროვანნი;
6. მედიდური, ქედმაღალი; ქედმაღლური; grand air ქედმაღლური იერი; he was too grand to speak to us ხმის გაცემის ღირსადაც არ გვთვლიდა; to do the grand მედიდურად / ქედმაღლურად თავის დაჭერა;
7. დიდებული, მდიდრული; იმპოზანტური; grand clothes დიდებული / მდიდრული ტანსაცმელი; to look grand ʘ მშვენივრად / დიდებულად გამოიყურება; the general was very grand in full review order საპარადო ფორმაში გენერალი საუცხოოდ გამოიყურებოდა; to live in grand style მდიდრულად / ფუფუნებაში ცხოვრება [შდრ. აგრ. 4];
8. 1) მუს. დიდი, მონუმენტური; სრული; grand orchestra დიდი სიმფონიური ორკესტრი; grand opera დიდი ოპერა, სერიოზული ოპერა (კომიკური ოპერისა და ოპერეტისაგან განსხვავებით);
2) იურ. დიდი; მთავარი; მსხვილი, მნიშვნელოვანი; grand jury ნაფიც მსაჯულთა დიდი ჟიური (რომელიც ბრალდებულის სამართალში მიცემის საკითხს წყვეტს); grand juror, grand juryman დიდი ჟიურის ნაფიცი მსაჯული; grand larceny ქონების დიდი ოდენობით გატაცება;
3) საერთო, მთლიანი; grand total საერთო ჯამი; grand tactics სამხ. საერთო-საჯარისო ტაქტიკა;
9. საუბ. მშვენიერი, შესანიშნავი; to have a grand time დროის შესანიშნავად გატარება; to feel grand ʘ თავს მშვენივრად გრძნობს; we had grand weather for our trip ჩვენი მოგზაურობის დროს დიდებული ამინდი იყო; it will be grand if you can come ძალიან კარგი იქნება, მოსვლას თუ შეძლებთ;
10. საუბ. მდიდრულად / ლამაზად ჩაცმული;
◇ Grand Cross დიდი ჯვარი (უმაღლესი სამოქალაქო ორდენი); grand finale საზეიმო ფინალი / დასასრული (სცენისა, პიესისა, ღონისძიებისა და ა.შ.) აგრ. გადატ.; grand mal ეპილეფსიური შეტევა; Grand Old Party ამერ. რესპუბლიკური პარტია [იხ. აგრ. GOP]; grand dragon "დიდი დრაკონი", კუ-კლუქს-კლანის მაღალი რანგის ხელმძღვანელი პირი; grand tour განათლების დასასრულებლად ევროპაში მოგზაურობა (ინგლისელი ჯენტლმენისა).