(
better² I;
best I)
1. 1) კარგი; good news კარგი ამბავი; good house [knife, road] კარგი სახლი [დანა, გზა]; good play [music, picture, dictionary] კარგი პიესა [მუსიკა, ნახატი, ლექსიკონი]; good manners კარგი მანერები; good soil კარგი / ნოყიერი ნიადაგი; good humour კარგი გუნება / განწყობილება; of good family კარგი ოჯახიდან რომ წარმოდგება; good breeding კარგი აღზრდა; good behaviour კარგი საქციელი / ყოფაქცევა; good luck! წარმატებას / იღბალს გისურვებ(თ)! good points ს.-მ. კარგი ნაკვთები / ექსტერიერი (ცხოველისა); to have a good time დროის კარგად გატარება; to have a good night ღამით კარგად / მშვიდად ძილი; to bring good news კარგი ამბ˂ებ˃ის მოტანა; life is good here აქ ცხოვრება კარგია;
2) სასიამოვნო, კარგი; good looks სასიამოვნო გარეგნობა; it's good to be here [to see you, to hear you] სასიამოვნოა / მსიამოვნებს აქ ყოფნა [თქვენი დანახვა, თქვენი მოსმენა, თქვენი ხმის გაგონება];
2. 1) სასარგებლო, სარგებლობის მომტანი; medicine good for a headache [toothache] წამალი, რომელიც თავის [კბილის] ტკივილისას კარგად შველის; oil is good for burns ზეთის წასმა კარგია დამწვრობისას / დამწვრობას კარგად შველის; meat is not good for you თქვენთვის ხორცი სასარგებლო არაა; milk is good for children რძე სასარგებლოა ბავშვებისათვის; it seemed [I thought] good to do so ასე ჩანდა [მეგონა], რომ ამგვარად მოქცევა იყო საჭირო;
2) ვარგისი, გამოსადეგი; are acorns good to eat? რკო იჭმება? this water is good to drink ეს წყალი ისმება / სასმელად ვარგისია;
3. 1) თავის საქმეში გაწაფული / დახელოვნებული / კომპეტენტური; good workman მარჯვე / გაწაფული ხელოსანი; good scholar კარგი / კომპეტენტური მეცნიერი; good swimmer [runner] კარგი მოცურავე [მორბენალი]; to be a good skater ʘ კარგი მოციგურავეა; he will make a good doctor მისგან კარგი ექიმი დადგება;
2) კარგი, შესაფერისი; რაიმესათვის გამოსადეგი / ვარგისი; good mother [wife, father] კარგი დედა [ცოლი, მამა]; a good man for the work ამ სამუშაოსათვის შესაფერისი ადამიანი [შდრ. აგრ. 7 2)]; a good light for reading საკითხავად საკმარისი შუქი; it's good for the occasion ამ შემთხვევისათვის გამოდგება; to come in good time დროზე / წინასწარ მოსვლა;
3) (at) ნიჭიერი, უნარიანი; to be good at mathematics [at languages] მათემატიკის [ენების] ნიჭის ქონა;
4. 1) კეთილი, კეთილგანწყობილი; good works [intentions] კეთილი საქმენი [განზრახვანი]; good nature გულკეთილობა,
ყველასადმი კეთილგანწყობილება; good offices ა)
ვინმესთვის გაწეული კეთილი სამსახური; ბ)
დიპლ. შუამავლობა (
განსაკ. მეომარ მხარეებს შორის); to say a good word for smb. ვინმესთვის კეთილი სიტყვის შეწევა; to do smb. a good turn ვინმესთვის სამსახურის გაწევა; to be good to smb. ვინმესადმი სიკეთის გამოჩენა;
2) დადებითი, სასიკეთო; კარგი (ითქმის შეფასების, გამოხმაურების, რეპუტაციის და ა.შ. შესახებ); to give a good report of smb., of smth. ვინმეზე, რაიმეზე დადებითი აზრის გამოთქმა; the firm has a good name ამ ფირმას კარგი სახელი აქვს;
3) პატიოსანი, წესიერი, ზნეობრივად უმწიკვლო; to live a good life პატიოსნად ცხოვრება; to be good amid the temptations of the world ამქვეყნიურ ცდუნებათა მიუხედავად პატიოსნების შენარჩუნება;
4) ზრდილი, დამჯერი, გამგონი; good child დამჯერი ბავშვი; be good! კარგად მოიქეცი(თ)!
5. ურთიერთობისას სასიამოვნო, კეთილგანწყობილი, თავაზიანი; it's very good of you თქვენი მხრივ ეს მეტად მეგობრული / თავაზიანი საქციელია; ≅ დიდად გმადლობთ; be good enough to ... გთხოვთ / გეთაყვა / ქენით სიკეთე და ...;
6. 1) ახალი, გაუფუჭებელი, კარგი ხარისხისა; good food ახალი / კარგი ხარისხის საჭმელი; meat keeps good in a refrigerator ხორცი მაცივარში კარგად ინახება;
2) ნამდვილი, არაყალბი; good money ნამდვილი / არაყალბი ფული; good stone ძვირფასი ქვა, პატიოსანი თვალი;
3) საიმედო; კრედიტუნარიანი; good man კრედიტუნარიანი ადამიანი; good debt ვალი, რომელიც ნამდვილად იქნება გადახდილი / გასტუმრებული; on good authority სანდო / სარწმუნო წყაროდან;
7. 1) ჯანმრთელი, ჯანსაღი, კარგი; good sight კარგი მხედველობა; good heart კარგი / ჯანმრთელი გული; good lungs ჯანსაღი ფილტვები;
2) რაიმე რომ შეუძლია, რისამე უნარი რომ შესწევს; to be good for ... ʘ შეუძლია / უნარი შესწევს, (რომ) ...; he is good for some years more კიდევ რამდენიმე წელიწადი შეუძლია იცოცხლოს; he is good for £ 20 მას ოცი გირვანქა სტერლინგის მოცემა / გადახდა შეუძლია [შდრ. აგრ. 3 2)];
8. საფუძვლიანი; გამართლებული; სამართლიანი; კანონიერი; good excuse საპატიო მიზეზი; good reasons ა) სერიოზული მიზეზები; ბ) დამაჯერებელი არგუმენტები; good claim სამართლიანი მოთხოვნა; to stand good ʘ ძალაშია; to stand good in law ʘ იურიდიული თვალსაზრისით გამართლებულია; the rule holds good ეს წესი ძალამოსილია / კანონს არ ეწინააღმდეგება;
9. 1) საკმარისი; მნიშვნელოვანი; საკმაოდ დიდი, ბევრი და ა.შ.; a good while საკმაოდ დიდხანს, კარგა დიდხანს; a good deal of საკმაოდ ბევრი / მნიშვნელოვანი რაოდენობა; a good half hour კაი ნახევარი საათი, სულ ცოტა ნახევარი საათი; a good part of the day დღის მნიშვნელოვანი ნაწილი, თითქმის მთელი დღე; a good share of the work სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილი; a good piece of cake ნამცხვრის კარგა გვარიანი ნაჭერი; to walk a good three miles სულ ცოტა სამი მილის გავლა; to have a good laugh [talk] ʘ კარგად იცინა [ისაუბრა];
2) საუბ. ძლიერი, დიდი; to give smb. a good scolding ვისიმე მაგრად დატუქსვა / გაჯორვა; good thrashing მაგარი ცემა; good blow ძლიერი დარტყმა; good bruise დიდი დალურჯებული / დალილავებული ადგილი;
10. თავაზიანი, ზოგჯერ ირონიული მიმართვისას: my good friend ჩემო კარგო მეგობარო! my good man ჩემო კარგო; your good lady თქვენი სათნო მეუღლე; my good sir ძვირფასო სერ, ბატონო ჩემო;
11. გამაძლ. : good hard work მეტად ძნელი სამუშაო; we had a good long walk კარგა ბევრი ვიარეთ; a good strong dose of a medicine წამლის საკმაოდ ძლიერი დოზა;
◇ good morning [evening] დილა მშვიდობისა [საღამო მშვიდობისა]; good night ღამე მშვიდობისა; ძილი ნებისა; Good Friday ეკლ. ვნების პარასკევი, დიდი პარასკევი; good God! good gad! good gosh! good heavens! good gracious! ღმერთო დიდებულო! ღმერთო ჩემო! good time ა) კარგად / სასიამოვნოდ გატარებული დრო; ბ) დიდი / ხანგრძლივი დრო; გ) იურ. პატიმრობის ვადის შემცირება სანიმუშო ყოფაქცევისათვის; all in good time ყველაფერს თავისი დრო აქვს; good time girl ა) გართობის / დროს ტარების მოყვარული ახალგაზრდა ქალი; ბ) მეძავი; good sort / egg / საუბ. კარგი ბიჭი, კარგი კაცი; the good people ფერიები; ელფები; ზებუნებრივი არსებები; in good faith იხ. faith 4; to fulfil in good faith კეთილსინდისიერად შესრულება; as good as თითქმის; he is as good as dead ≅ ცოცხლებში აღარ წერია; ჩათვალეთ, რომ უკვე მკვდარია; as good as a feast საკმარისი, საკმაო; as good as gold ა) დამჯერი, კარგად რომ იქცევა (ითქმის ბავშვის შესახებ); ბ) წესიერი, პატიოსანი (ითქმის მოზრდილის შესახებ); გ) კარგი, ჩინებული; ძვირფასი; as good as pie ამერ. კარგი, წესიერი; კეთილგანწყობილი, თავაზიანი; as good as wheat ამერ. საუბ. ძალიან კარგი, შესანიშნავი; შესაფერისი; as good as a play ძალიან საინტერესო, სახალისო; to be as good as one's word ʘ საკუთარი სიტყვის პატრონია; his word is as good as his bond მისი სიტყვა საუკეთესო გარანტიაა, მის სიტყვას წყალი არ გაუვა; too good to be true იმდენად კარგია, რომ დაუჯერებელიც კია; დაუჯერებელია, წარმოუდგენელია; to have a good mind to ... ʘ აპირებს, უნდა, გადაწყვეტილი აქვს (რისამე გაკეთება, თქმა და ა.შ.); to make good ა) დაპირების შესრულება; ბ) ანაზღაურება, კომპენსირება (დანაკარგისა); გ) დამტკიცება, დასაბუთება; დ) წარმატებით განხორციელება; წარმატების მიღწევა; that's a good one / 'un /! საუბ. დაუჯერებელია! წარმოუდგენელია! სისულელეა! to be of good cheer / in good spirits / კარგ / მხიარულ გუნებაზე ყოფნა; to be in smb.'s good books ʘ ვისიმე კეთილგანწყობილებით სარგებლობს, ვინმე მას კარგი თვალით უყურებს; to be in smb.'s good graces იხ. grace I 3; good and ... საუბ. ძალიან, ძლიერ; სულ მთლად; he was good and angry იგი ძალიან გაბრაზებული იყო; the soup is good and hot წვნიანი ძალიან ცხელია / პირს წვავს; good for you! საუბ. ა) მით უკეთესი თქვენთვის! ბ) ყოჩაღ!