1. სახელი, დიდება; to cover oneself with glory სახელის განთქმა / მოხვეჭა; to win glory სახელის განთქმა / მოხვეჭა; to be in all one's glory ა) დიდების ზენიტში ყოფნა; ბ) საუბ. საკუთარი უნარის, შესაძლებლობების და ა.შ. სრულად წარმოჩენა;
2. ტრიუმფი; to return with glory ʘ გამარჯვებული დაბრუნდა;
3. ხშ. pl ბრწყინვალება, დიდებულება, სიმშვენიერე; the glory of the morning დილის სიმშვენიერე / სილამაზე; the glories of ancient Rome ძველი რომის დიდებულება;
4. მშვენება;
5. 1) სამოთხე, ზეცა;
2) ზეციური ნეტარება;
3) ფერწ. სამოთხის გამოსახულება;
6. შარავანდი;
7. მოძვ. პატივმოყვარეობა;
8. მეტეორ. გლორია;
◇ glory be! glory! ღმერთო დიდებულო! (გაკვირვების ან აღტაცების გამომხატველი შეძახილი); Old Glory აშშ-ს სახელმწიფო დროშა; to go to glory ა) გარდაცვალება, საიქიოს წასვლა; ბ) ამერ. გაკოტრება; to send to glory ვისიმე მოკვლა / საიქიოს გასტუმრება.