1. 1) სხვის ხარჯზე მოხეირე (განსაკ. ითქმის ადამიანის შესახებ, რომელიც გუნდის, ორგანიზაციის და მისთ. კოლექტიური ძალისხმევის შედეგებით სარგებლობს, თავად კი მის წარმატებაში არანაირი წვლილი არ შეაქვს);
2) პროფკავშირის წევრი, რომელიც წევრის პრივილეგიებით სარგებლობს, მაგრამ კავშირში გაწევრიანება არ სურს;
2. ბირჟ. 1) ფრი-რაიდერი (ბროკერი ან მისი კლიენტი, რომელიც ფასიანი ქაღალდების სწრაფ ყიდვა-გაყიდვას ეწევა, მაგრამ მათი შეძენისას პირადი ფულადი სახსრების შეტანას თავს არიდებს, რითაც კანონს არღვევს);
2) ფრი-რაიდერი (ფასიანი ქაღალდების ემისიის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელიც მათს ნაწილს გადაინახავს / არ ყიდის მოგვიანებით მათი უფრო ძვირად გაყიდვის მიზნით, რითაც კანონს არღვევს).