1. 1) ფორმის / სახის მიცემა (მისცემს); to form a piece of wood into a certain shape ხის ნაჭრისათვის გარკვეული ფორმის მიცემა; to form smth. after / upon, from, by, in accordance with / a pattern რისამე ამა თუ იმ ნიმუშის მიხედვით გაკეთება; state formed after the Roman republic რომის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი მოდელის მიხედვით შექმნილი სახელმწიფო;
2) ფორმის / სახის მიღება (˂მი˃იღებს);
2. 1) წარმოქმნა (წარმოქმნის; წარმოიქმნება), შექმნა; ფორმირება; these parts together form a perfect whole ეს ნაწილები ერთად სრულყოფილ მთელს ქმნიან; the rain formed large pools on the lawn წვიმამ მდელოზე დიდი გუბეები დააყენა; the clouds formed a veil over the mountain-top ღრუბლები მთის წვერს ვუალივით შემოჰხვეოდა; the baby was beginning to form short words ბავშვი მოკლე სიტყვების წარმოთქმას იწყებდა; crystals formed in the retort რეტორტაში კრისტალები წარმოიქმნა; clouds are forming on the hills ბორცვების თავზე ღრუბლები იყრის თავს;
2) გრამ. წარმოება (აწარმოებს); to form the plural of a noun არსებითი სახელის მრავლობითი რიცხვის წარმოება;
3. აზრის და მისთ. შექმნა (˂შე˃ქმნის; ˂შე˃იქმნება), ჩამოყალიბება, ფორმირება; ჩვევის და მისთ. შეძენა; to form an idea წარმოდგენის შექმნა; to form an opinion აზრის შექმნა / ჩამოყალიბება; to form a plan გეგმის შედგენა / შემუშავება; to form a habit ჩვევის შეძენა; the idea slowly formed in my mind ეს აზრი თანდათანობით ჩამოყალიბდა ჩემს გონებაში;
4. ʘ წარმოადგენს, არის; chocolate forms a wholesome substitute for staple food შოკოლადი კვების ძირითადი პროდუქტების სრულფასოვან შემცვლელს წარმოადგენს; bonds formed the bulk of his estate მისი ქონების ძირითად ნაწილს ობლიგაციები შეადგენდა;
5. წვრთნა (წვრთნის), დისციპლინირება; აღზრდა; ჩამოყალიბება; to form the mind გონების წვრთნა / განვითარება; to form the character ხასიათის ჩამოყალიბება; to form a child by care [by attention, by severity] ბაშვის მზრუნველობით [ყურადღებით, მკაცრად] აღზრდა;
6. ადამიანების / საგნების გაერთიანება (˂გა˃აერთიანებს); საზოგადოების / ჯგუფის შექმნა / ფორმირება; to form a class for beginners დამწყებთათვის ჯგუფის შექმნა; to form an army არმიის შექმნა; to form a government მთავრობის ფორმირება; to form a society საზოგადოების შექმნა, დაარსება;
7. სამხ. მოწყობა (˂მო˃აწყობს; ˂მო˃ეწყობა); to form a column რაზმეულად / კოლონად მოწყობა;
8. სპეც. 1) ჩამოყალიბება (˂ჩამო˃აყალიბებს), ფორმირება;
2) დაყალიბება (˂და˃აყალიბებს);
9. მებაღ. გასხვლა (˂გა˃სხლავს), შე˂მო˃ჭრა; ხის ვარჯის ფორმირება;
10. სოროში შემალვა (˂შე˃იმალება) ითქმის კურდღლის შესახებ.