1. 1) ოფიციალური; formal agreement [notice, protest] ოფიციალური შეთანხმება [შეტყობინება, პროტესტი]; formal dinner ოფიციალური სადილი;
2) დადგენილი ფორმის მიხედვით შესრულებული; სათანადოდ / მართებულად გაფორმებული; ეტიკეტის დაცვით / შესაბამისად შესრულებული; formal charge ყველა იურიდიული ფორმალობის დაცვით წაყენებული ბრალდება; a formal contract იურიდიულად სწორად გაფორმებული კონტრაქტი; formal invitation ოფიციალური მიწვევა; formal dress საგარეო / გამოსასვლელი ტანსაცმელი; to go formal საუბ. ʘ საგარეო / გამოსასვლელი ტანსაცმელი აცვია; formal opening sitting საზეიმო გახსნა; formal operation order სამხ. სრული საბრძოლო ბრძანება;
3) ოფიციალური, ცივი; მეტისმეტად კორექტული (ითქმის ადამიანის ქცევის შესახებ); formal bow ოფიციალური / ცივი თავის დაკვრა / მისალმება;
4) ოფიციალური, მშრალი (ითქმის ენის შესახებ);
2. ფორმალური, მოჩვენებითი; formal politeness ფორმალური თავაზიანობა; formal interest ფორმალური ინტერესი;
3. გარეგნული; a formal resemblance between two things გარეგნული მსგავსება ორ საგანს შორის;
4. ფორმისა, ფორმასთან დაკავშირებული; formal defect
იურ. ფორმის ნაკლი; formal validity
იურ. ნამდვილობა ფორმის თვალსაზრისით;
5. 1) ამა თუ იმ ფორმის მქონე; the bushes were cut into formal shapes of birds ბუჩქებს გაკრეჭის შედეგად ჩიტების ფორმა ჰქონდა მიცემული;
2) სწორი, სიმეტრიული; მკაცრად დაგეგმილი; formal garden გეომეტრიულად სწორი დაგეგმარების მქონე / რეგულარული პარკი / ბაღი;
6. არსებ. მნიშვნ. ამერ.საუბ. 1) საგარეო / გამოსასვლელი ტანსაცმელი;
2) საზეიმო / საცეკვაო საღამო, სადაც სავალდებულოა საგარეო / გამოსასვლელი ტანსაცმლით მისვლა.