1. 1) ʘ ვინმეს / რაიმეს მისდევს / მიჰყვება; follow me მომყევით; a verb followed by a preposition ზმნა, რომელსაც წინდებული მოსდევს; following is the full text of ... ქვემოთ მოყვანილია / დაბეჭდილია რისამე სრული ტექსტი;
2) ʘ თან ახლავს, თან სდევს, თან დაჰყვება (აგრ. გადატ.); to follow smb. in ʘ ვინმეს შეჰყვა, ვისიმე შემდეგ შევიდა; to follow smb. out ʘ ვინმეს გამოჰყვა, ვისიმე შემდეგ გამოვიდა; this thought follows me everywhere ეს ფიქრი სულ თან დამდევს / თავიდან არ მშორდება;
2. 1) ʘ რაიმეს მოსდევს / მოჰყვება; რისამე შემდეგ დგება, იწყება და ა.შ.; night follows day დღეს ღამე მოსდევს ხოლმე; meat followed the soup სუფრაზე წვნიანის შემდეგ ხორცის კერძი მოიტანეს / წვნიანს ხორცის კერძი მოჰყვა; dinner was followed by a dance სადილის შემდეგ ცეკვები გაიმართა;
2) ვისიმე ადგილის დაკავება (˂და˃იკავებს), ამა თუ იმ პოსტზე და ა.შ. ვისიმე შეცვლა; he followed his father as head of the firm მან ფირმის პრეზიდენტის პოსტზე მამამისი შეცვალა;
3. 1) დევნა (დევნის, სდევს), გამოდევნება; to follow a retreating enemy უკანდახეული მოწინააღმდეგის დევნა; to follow a thief ʘ ქურდს გაედევნა;
2) თვალთვალი (უთვალთვალებს); he thinks he's being followed მას ჰგონია, რომ უთვალთვალებენ;
3) ʘ თვალს ადევნებს, თვალს არ აცილებს; they followed all his movements closely ისინი გაფაციცებით ადევნებდნენ თვალს მის ყოველ მოძრაობას;
4. ამა თუ იმ მიმართულებით სვლა (მიდის); to follow the right road სწორი მიმართულებით სვლა; follow this road, then turn left ამ გზას გაჰყევით / ამ გზით იარეთ, შემდეგ კი მარცხნივ შეუხვიეთ; to follow the scent
ʘ სუნს / კვალს მიჰყვება;
5. ʘ მისდევს, იცავს; to follow a policy ʘ ამა თუ იმ პოლიტიკას მისდევს / ადგას; to follow the custom ʘ ჩვეულებას მისდევს / იცავს; to follow regulations წესების დაცვა; to follow a strict diet მკაცრი დიეტის დაცვა; to follow directions [instructions] მითითებების [ინსტრუქციების] შესრულება; მითითებების [ინსტრუქციების] თანახმად მოქმედება; to follow smb.'s advice ʘ ვისიმე რჩევას დაუჯერა, ვისიმე რჩევა ყურად იღო;
6. 1) ʘ ესმის, სწორად გებულობს / ხვდება; ყურადღებით უსმენს; I don't quite follow you მთლად კარგად ვერ ვხვდები, რისი თქმა გსურთ; არ მესმის, რას მეუბნებით; I followed the argument easily მისი მსჯელობა / არგუმენტების თანამიმდევრობა ჩემთვის სავსებით გასაგები იყო;
2) თვალყურის დევნება (ადევნებს), ინტერესის გამოჩენა (რისამე მიმართ); he follows French politics very carefully იგი დიდ ინტერესს იჩენს ფრანგული პოლიტიკის მიმართ / დიდადაა დაინტერესებული ფრანგული პოლიტიკით;
7. მაგალითის მიბაძვა (˂მი˃ჰბაძავს); ʘ ვისიმე / რისამე მიმდევარია; following the best authorities უდიდესი ავტორიტეტების მაგალითისამებრ / თანახმად; to follow the old masters ძველი ოსტატებისათვის მიბაძვა; to follow the conservative party ʘ კონსერვატიულ პარტიას უჭერს მხარს, კონსერვატიული პარტიის წევრია; I am unable to follow you in all your views ყველა თქვენს შეხედულებას ვერ გავიზიარებ, ყველაფერში ვერ დაგეთანხმებით;
8. 1) ʘ ლოგიკურად გამომდინარეობს; ცხადია, ცხადად ჩანს; from what I have said it follows that ... ჩემი ნათქვამიდან ცხადია / ცხადი ხდება, რომ ...; that doesn't follow აქედან არ გამომდინარეობს, არ ჩანს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს;
2) ʘ რაიმეზე დამოკიდებულია, რისამე შესაბამისად მიმდინარეობს, ვითარდება და ა.შ.; the condition of the ionosphere follows the course of the sun's activity იონოსფეროს მდგომარეობა მზის აქტიურობაზეა დამოკიდებული;
9. ʘ ამა თუ იმ საქმიანობას ეწევა / მისდევს; ამა თუ იმ საქმიანობას / პროფესიას გაჰყვა; to follow the drum ʘ ჯარისკაცია, ჯარისკაცი გახდა; to follow the law ʘ იურისტია, იურისტი გახდა; to follow the sea ʘ მეზღვაურია, მეზღვაური გახდა;
10. რაიმესათვის რისამე მიყოლება / მიდევნება; to follow a tragedy with a light comedy ტრაგედიის შემდეგ მსუბუქი კომედიის ჩვენება, ტრაგედიისათვის მსუბუქი კომედიის მიყოლება;
▭ to follow after რისამე გაკეთების / მიღწევის / მოპოვების ცდა (ცდილობს);
to follow on ʘ უკან მისდევს / მიჰყვება;
to follow out რისამე ბოლომდე მიყვანა (მიიყვანს);
to follow through რისამე ბოლომდე მიყვანა (მიიყვანს);
to follow up 1) თვალის მიდევნება (˂მი˃ადევნებს), ყურადღების მიქცევა; შესწავლა, გამოკვლევა;
2) რისამე მისაღწევად ენერგიულად მოქმედება (მოქმედებს);
3) სამხ. შემდგომი მოქმედებების განხორციელება (˂გან˃ახორციელებს); წარმატების განვითარება;
◇ as follows როგორც ქვემოთაა მითითებული, დაწერილი, ჩამოთვლილი და ა.შ.; ამა თუ იმგვარად; the terms are as follows პირობები ამგვარია / შემდეგნაირია; his plan was as follows მისი გეგმა ამგვარი / შემდეგნაირი იყო; to follow smb.'s lead ვისიმე მაგალითის მიბაძვა; ვისიმე ინიციატივის ატაცება; to follow suit ა) ბანქ. იმავე ფერის კარტის ჩამოსვლა; ბ) ვისიმე მაგალითის მიბაძვა; to follow smb. to his grave მიცვალებულის უკანასკნელ გზაზე გაცილება; to follow home რისამე ბოლომდე მიყვანა; to follow in smb.'s tracks ა) ʘ ფეხდაფეხ მიჰყვება; ბ) ვისიმე მიბაძვა; to follow one's nose ა) ʘ პირდაპირ / პირდაპირი გზით მიდის; ბ) ʘ ალღოთი / ინსტინქტით მოქმედებს / ხელმძღვანელობს.