(flew; flown)
I
1. 1) ფრენა (ფრენს, დაფრინავს); birds are flying in the air ჩიტები ჰაერში დაფრინავენ; they flew up and up ისინი სულ უფრო და უფრო მაღლა მიფრინავდნენ; the hawk flew round the farm ქორი ფერმას დასტრიალებდა; to fly swiftly სწრაფად ფრენა; to fly across a desert უდაბნოზე გადაფრენა; to fly over London ლონდონის თავზე გადაფრენა / ფრენა; sparks fly upwards ნაპერწკლები ზემოთკენ მიფრინავს; dust flies in clouds მტვერი კორიანტელს აყენებს ხოლმე; bullets flew in all directions ტყვიები ყველა მიმართულებით მიფრინავდნენ; to catch smth. flying რისამე ჰაერში დაჭერა;
2) საჰაერო ტრანსპორტით სარგებლობა (სარგებლობს), თვითმფრინავით ფრენა; he flew to Paris პარიზში გაფრინდა; I flew part of the way გზის ნაწილი თვითმფრინავით ვიმგზავრე;
2. ʘ მიქრის, მიფრინავს, მიიჩქარის; a car flew past me მანქანამ ჩამიქროლა; the train was flying through the fields and forests მატარებელი მინდვრებსა და ტყეებში მიქროდა; clouds flew across the sky ცაზე ღრუბლები მიქროდნენ; to fly into a room ოთახში შევარდნა; to fly out of the room ოთახიდან გავარდნა; I flew to meet him მის შესახვედრად გავექანე; it's getting late, we must fly უკვე გვიანაა, უნდა გავიქცეთ; to fly to smb.'s assistance / help / ვისიმე დასახმარებლად გაქანება; to fly to smb.'s arms ʘ მკლავებში ჩაუვარდა, კისერზე ჩამოეკიდა; how time does fly ! როგორ მიქრის / მიფრინავს დრო! the days flew by დღეები მიქროდა / სწრაფად გადიოდა; how rumours do fly! რა სწრაფად ვრცელდება ხმები / ჭორები!
3. 1) ფრიალი (ფრიალებს); flags flew from every mast ყველა ანძაზე დროშა ფრიალებდა; the soldiers came back with flags flying ხატოვნ. ჯარისკაცები დროშების ფრიალით / გამარჯვებულნი დაბრუნდნენ; with hair flying behind her გაშლილი თმით;
2) აღმართვა (აღმართავს), აწევა (ითქმის დროშის შესახებ); to a fly white flag თეთრი ბაირაღის გამოფენა / აფრიალება;
4. გადაფრენა (გადაიფრენს, გადაუფრენს),
ფრენით / ჰაერში მოძრაობით გავლა / დაძლევა (
მანძილისა, დაბრკოლებისა და ა.შ.); to fly the Atlantic ატლანტის ოკეანეზე გადაფრენა; to fly over a fence
ʘ ღობეს გადაევლო / გადაახტა;
5. (past და p.p. fled) გაქცევა (გაიქცევა), გაქცევით თავის შველა; to fly the country ქვეყნიდან გაქცევა; to fly to Belgium ბელგიაში გაქცევა; he was forced to fly for his life იძულებული იყო თავი გაქცევით გადაერჩინა; to fly from justice ʘ მართლმსაჯულებას გაურბის;
6. გაქრობა (˂გა˃ქრება), გაუჩინარება; mists flying before the morning sun დილის მზის მიერ გაფანტული ნისლი; his inheritance flew მემკვიდრეობით მიღებული მთელი მისი ქონება დაიხარჯა / განიავდა;
7. წამოცდომა (წამოსცდება); strange words flew from her lips უცნაური სიტყვები წამოსცდა / აღმოხდა;
8. მონად. შავარდნებით ნადირობა (ნადირობს);
9. პოლიგრ. საბეჭდი წნეხიდან ამოღება (˂ამო˃იღებს);
II ა
1. თვითმფრინავის მართვა (მართავს), პილოტირება; he could fly any type of plane ნებისმიერი ტიპის თვითმფრინავის მართვა შეეძლო; to fly blind საპილოტაჟო-სანავიგაციო ხელსაწყოების გამოყენებით ფრენა;
2. აფრენა (ააფრენს), გაფრენა (ფრანისა, ჩიტებისა და ა.შ.);
3. ავ. (მგზავრების, ტვირთის და ა.შ.) თვითმფრინავით გადაყვანა (გადაიყვანს), გადატანა; to fly passengers მგზავრების თვითმფრინავით გადაყვანა; they flew me to Paris პარიზში გადამაფრინეს; to fly munitions საბრძოლო მასალების საჰაერო გზით გადატანა;
4. 1) : to fly the beam რადიოსხივით ფრენა (დაფრინავს);
2) : to fly a sortie სამხ. თვითმფრინავ-გაფრენის შესრულება (˂შე˃ასრულებს);
5. : to fly open ერთბაშად ფართოდ გაღება (˂გა˃იღება) ითქმის კარის, ფანჯრის შესახებ; the door flew open კარი ერთბაშად ფართოდ გაიღო;
II ბ
1. to fly into a state ამა თუ იმ მდგომარეობაში ჩადგომა (˂ჩა˃დგება), აღმოჩენა; to fly into a rage / into a temper / განრისხება, გაბრაზება;
2. to fly at / upon, on / smb. ʘ ვინმეს ეცემა, ეძგერება, მივარდება; the dog flew at the boy ძაღლი ბიჭს მივარდა / ეცა; she flew at him like a tigress იგი მას ძუ ვეფხვივით ეძგერა; to fly at smb.'s throat ʘ ყელში სწვდა, დახრჩობა დაუპირა;
3. to fly out at smb. ʘ ლანძღვა-გინება დაუწყო;
4. to fly to smb. for smth. ვინმესთვის რისამე სათხოვნელად მიმართვა (მიმართავს); to fly to smb. for support ვინმესთვის მხარდაჭერის სათხოვნელად მიმართვა, ვინმესთვის მხარდაჭერის თხოვნა; whatever happened, she would fly to him for help რაც არ უნდა მომხდარიყო, იგი ყოველთვის მას მიაშურებდა ხოლმე დახმარების სათხოვნელად;
▭ to fly around საუბ. ფუსფუსი (ფუსფუსებს), გამალებით საქმიანობა;
to fly away 1) გაფრენა (გაფრინდება); the birds flew away ჩიტები გაფრინდნენ;
2) გაქცევა (გაიქცევა);
to fly in 1) რკ.-გზ. ისრის გადაყვანა (გადაიყვანს);
2) ავ. საჰაერო გზით მიყვანა (მიიყვანს) / მიტანა; food and equipment were flown in just in time საკვები და აღჭურვილობა თვითმფრინავით დროზე იქნა გადაგზავნილი;
to fly off 1) აწყდომა (აწყდება), მოწყდომა; აძრომა, მოძრომა; all the buttons flew off ყველა ღილი აწყდა;
2) სასწრაფოდ გაქცევა (გაიქცევა);
to fly round ბრუნვა (ბრუნავს), ტრიალი; the wheel flew round ბორბალი დატრიალდა;
to fly up 1) უეცრად აწევა (აიწევა), ზევით ავარდნა (ითქმის ფარდის, ასაწევი ფანჯრის და ა.შ. შესახებ);
2) ზღვ. გემის წინა ნაწილის ქარპირა მხარეს უეცრად მიბრუნება (˂მი˃ბრუნდება);
◇ to fly high / at high pitch, at high game / ʘ პატივმოყვარეა, პატივმოყვარული ზრახვები აქვს; to fly low ʘ თავის გამოჩენას არ ცდილობს, პოპულარობას გაურბის; to fly short of ≅ სათანადო სიმაღლეზე არ არის, სათანადო დონეს ვერ აღწევს; to fly in the face / in the teeth / of ʘ ეწინააღმდეგება; არაფრად აგდებს, უგულებელყოფს; to fly in the face of Providence ≅ გაუმართლებელ რისკზე წასვლა, რისამე ბედისწერის სასწორზე შეგდება; to fly asunder / to bits / დამსხვრევა, ნამსხვრევებად ქცევა; the glass flew to bits ჭიქა ნამსხვრევებად იქცა; to fly a flag ზღვ. : ამა თუ იმ ქვეყნის დროშით ცურვა, ანძაზე ამა თუ იმ ქვეყნის დროშის ქონა (ითქმის გემის შესახებ); the ship flew the British flag გემი ბრიტანეთის დროშით ცურავდა; to fly off the handle ʘ თავი ვერ შეიკავა, გაბრაზდა / გაფიცხდა; to fly off at a tangent საუბრის / კამათის თემიდან უეცრად გადახვევა, საუბრის / კამათის თემის დიამეტრულად შეცვლა; to fly to arms იარაღის ხელში აღება; to fly to the head თავში ავარდნა; the wine flew to his head ღვინო თავში აუვარდა; the blood flew to his head ბრაზისაგან და ა.შ. სისხლი თავში აუვარდა; the praise flew to his head ქება თავში აუვარდა, ქებამ თავბრუ დაახვია; to make the money fly ფულის ფლანგვა / უაზროდ ხარჯვა; to make the feathers / dust / fly იხ. feather I ◇; to send enemy flying ʘ მტერი გააქცია; to send smth. flying რისამე სროლა, ტყორცნა; he sent the plate flying out of the window თეფში ფანჯრიდან მოისროლა / გადააგდო; he sent the book flying at me წიგნი მესროლა; the bird has flown "ჩიტი გაფრენილა", დამნაშავე / ძებნილი მიიმალა; to let fly (at) ა) სროლა (ტყვიისა, ისრისა); ბ) რისამე სროლა, ტყორცნა, გადაგდება; გ) ʘ თავს დაესხა, შეუტია; დ) ვისიმე გამოლანძღვა, ლანძღვა-გინებით ავსება; as the crow flies პირდაპირ, ყველაზე მოკლე გზით; the devil fly away with you! ეშმაკმა დაგლახვროს! to fly the coop სლ. საიდანმე გაქცევა, თავის დაღწევა.