1. 1) სინათლის უეცრად ანთება (აენთება), გაელვება; ბრწყინვა, კაშკაში; the lightning flashed in the sky ცაზე გაიელვა; the steel flashed in the sun ფოლადს მზეზე ლაპლაპი გაჰქონდა;
2) ცეცხლის ალის ავარდნა (ავარდება);
2. 1) უეცრად განათება (˂გა˃ანათებს), სინათლის მიშუქება / მინათება; to flash a lantern in smb.'s eyes ვინმესთვის ფარნის თვალებში მინათება, ფარნის შუქით ვინმესთვის თვალის მოჭრა; to flash light with a mirror სარკით სინათლის ათინათის მიშუქება;
2) : to flash a glance / look / at smb. ʘ მზერა სტყორცნა / ესროლა ვინმეს; to flash a smile at smb. ʘ გაუღიმა, ≅ ღიმილი ესროლა; his eyes flashed fire იგი თვალებიდან ცეცხლს აკვესებდა; her eyes flashed defiance ქალი გამომწვევად / უტიფრად იყურებოდა;
3. ჩაქროლება (ჩაიქროლებს), დიდი სისწრაფით ჩავლა, გაელვება; the express flashed through the station ექსპრესმა სადგურს გაუჩერებლად ჩაუქროლა; the squirrel flashed up a tree ციყვი ხეზე ავარდა; time flashed by დრომ სწრაფად გაირბინა;
4. გაელვება (გაიელვებს), უეცრად თავში მოსვლა (
ითქმის აზრის და ა.შ. შესახებ); it flashed upon me უეცრად მივხვდი, უცბად გონება გამინათდა; the idea flashed across / through, into / my mind too ეს აზრი მეც მომივიდა თავში, ამ აზრმა მეც გამიელვა გონებაში;
5. 1) კორესპონდენტის მიერ ინფორმაციის გადაცემა (გადასცემს);
2) ამა თუ იმ (სასწრაფო) ინფორმაციის რადიოთი გადაცემა (გადასცემს) / ცნობება; the news was flashed next day all over England მეორე დღეს ეს ინფორმაცია მთელს ინგლისში გავრცელდა რადიოს საშუალებით;
6. შუქსიგნალის მიცემა (მისცემს);
7. საუბ. თავის მოსაწონებლად, სატრაბახოდ, ვინმეში შურის აღსაძვრელად რისამე კეთება (აკეთებს); რაიმეთი თავის მოწონება, ტრაბახი; only a fool would flash a fat wallet in such company ამგვარ საზოგადოებაში მხოლოდ სულელი თუ გამოაჩენდა ფულით გატენილ საფულეს;
8. ფერის შესაცვლელად რისამე შერევა (˂შე˃ურევს);
9. ტექ. ხიწვის მოცილება (˂მო˃აცილებს);
▭ to flash out, to flash up წამონთება (წამოენთება), გაცეცხლება, გაცხარება.