1. 1) სინათლის უეცარი ანთება, გაელვება; a flash of lightning გაელვება, ელვის უეცარი განათება;
2) ცეცხლის ალის უეცარი ავარდნა;
3) სასიგნალო შუქის / შუქსიგნალის გაელვება;
4) სასიგნალო ალმის აქნევა;
2. უეცარი ხშ. ხანმოკლე გაძლიერება / მოზღვავება (ამა თუ იმ გრძნობისა); ნათელი / ძლიერი გამოვლენა (გრძნობისა, განწყობილებისა, ენთუზიაზმისა და ა.შ.); a flash of merriment უეცარი ხანმოკლე გამხიარულება; a flash of wit მახვილგონიერების გაბრწყინება; a flash of hope იმედის გამოკრთომა, იმედის სხივი; some occasional flashes of industry მუყაითობის იშვიათი, ხანმოკლე შემოტევები;
3. დროის ძალზე მცირე მონაკვეთი, წამი; in a flash წამში, იმწამსვე, მაშინვე; for a flash ძალზე ცოტა ხნით; to have smth. for a flash რისამე ძალზე მცირე ხნით ქონა / ფლობა;
4. საუბ. 1) მოსაჩვენებელი ბრწყინვალება, დიდებულება;
2) თავის მოსაწონებლად, სატრაბახოდ, ვინმეში შურის აღსაძვრელად რისამე კეთება; რაიმეთი თავის მოწონება, ტრაბახი;
3) არქ. ვინც რაიმეთი თავს იწონებს, ტრაბახობს; თვითკმაყოფილი ადამიანი;
5. მოძვ. ქურდების ენა; ქურდული სლენგი;
6. წიწაკისა და მწვარი შაქრის ნარევი ზოგიერთი სპირტიანი სასმლისათვის ფერის მისაცემად;
7. ამერ. კორესპონდენტის მიერ გადაცემული მოკლე ინფორმაცია; bulletin flash რადიოთი გადაცემული ცნობა არჩევნების მიმდინარეობის შესახებ;
8. სლ. მოძვ. პარიკი;
9. ვისიმე თვალწინ წამით გაელვებული / ვინმეს მიერ თვალმოკრული რამ; to catch a flash of smth. რაიმესთვის თვალის მოკვრა;
10. სლ. მოძვ. ჯინით სავსე ჭიქა;
11. pl ჩაის ბუჩქის ნორჩი დუყები;
12. ნარკოტიკის მიღებით გამოწვეული აგზნებული / ევფორიული მდგომარეობა (ნარკომანისა);
13. კინ. 1) ძალიან მოკლე კადრი (მონტაჟისას);
2) = flashback;
14. ტექ. ხიწვი;
15. ტექ. მყისი მოქმედება, აფეთქება;
16. ნახტომით შეტევა (ფარიკაობა);
17. ლულის ალი;
18. სამხ. ნაწილის ან შენაერთის ემბლემა;
19. სპეც. წყლის დონის აწევა გემების თავისუფლად გავლის უზრუნველსაყოფად;
⌇ flash eliminator / hider / სამხ. ალსაქრობი; flash gun სამხ. სასწავლო ტყვიამფრქვევი; flash set მყისი შეკვრა (ბეტონისა);
◇ flash in the pan ა) მტყუნება (თოფისა); ბ) რისამე გაკეთების წარუმატებელი ცდა; მარცხი, ფიასკო; გ) ვინც მარცხი / ფიასკო განიცადა, ვისაც არ გაუმართლა.