ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

flag¹ I noun
[flæg]
ბეჭდვა

1. 1) დროშა, ალამი; flag of truce, white flag ა) პარლამენტიორის (თეთრი) დროშა; ბ) პარლამენტიორი; გ) გემი, რომლითაც პარლამენტიორი მეომარ მხარესთან მოსალაპარაკებლად მიემგზავრება; to hang out / to show / the white flag დანებება, თავის დამარცხებულად ცნობა, ფარ-ხმლის დაყრა; black flag ა) მეკობრეების შავი დროშა; ბ) ვისიმე სიკვდილით დასჯის დღეს ციხის თავზე გამოკიდებული შავი დროშა; yellow flag ყვითელი / საკარანტინო დროშა; flag of distress უბედურების მაუწყებელი ნიშანი; the red flag ა) წითელი დროშა, რევოლუციის სიმბოლო; ბ) საშიშროების / საფრთხის მაუწყებელი ნიშანი; to dip the flag დროშის დაშვება სალუტის ნიშნად; to deck a house [a ship] with flags შენობის [გემის] დროშებით მორთვა; ships of all flags ხატოვნ. ყველა ქვეყნის გემები;

2) ტაქსისა და მისთ. (ლითონის ან პლასტმასის თხელი) ასაწევ-დასაწევი ფირფიტა (რომელიც აჩვენებს, მანქანა თავისუფალია თუ არა); a taxi with the flag up თავისუფალი ტაქსი;

2. ზღვ. ფლაგმანი, საფლაგმანო ხომალდი;

3. სლ. წინსაფარი;

flacon flag¹ II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0264