1. მყარად დამაგრება (˂და˃ამაგრებს), მიმაგრება; to fix a lid on a box ყუთისათვის თავსახურის მჭიდროდ დახურვა; to fix a shelf to a wall თაროს კედელზე მიჭედება; to fix a post in the ground ბოძის მიწაში მაგრად / მყარად ჩასობა; to fix bayonets სამხ. ხიშტების მიმაგრება;
2. 1) დადგენა (˂და˃ადგენს), განსაზღვრა; to fix a date for a meeting კრების დღის დანიშვნა; to fix prices [rents] ფასების [ბინის ქირის] დადგენა; to fix a budget ბიუჯეტის განსაზღვრა; his departure was fixed for Monday გადაწყდა, რომ იგი ორშაბათს გაემგზავრებოდა; there is nothing fixed yet ჯერ არაფერია გადაწყვეტილი; to fix the limits of a debate რეგლამენტის დადგენა / მიღება;
2) დაფიქსირება (˂და˃აფიქსირებს), რეგისტრირება; to fix a change ცვლილების დაფიქსირება / რეგისტრირება;
3) დაკისრება (˂და˃აკისრებს); to fix the blame on smb. ვინმესთვის რისამე დაბრალება / რაიმეში ბრალის დადება; to fix responsibility პასუხისმგებლობის დაკისრება; to fix guilt ბრალის დადება; to fix smb. with costs [with liability] ვინმესთვის ხარჯების [პასუხისმგებლობის] დაკისრება;
3. ამერ. საუბ. 1) მოგვარება (˂მო˃აგვარებს), მოწყობა; გაკეთება; I'll fix it for you მე თქვენ ყველაფერს მოგიგვარებთ; to fix a camp ბანაკის გაშლა, დაბანაკება; to fix a fire ცეცხლის დანთება / გაჩაღება; they fix their hair in the Hollywood manner თმას ჰოლივუდში გავრცელებული ვარცხნილობის მიხედვით იყენებენ; to see one's daughters comfortably fixed ʘ ქალიშვილები კარგად მოაწყო;
2) წესრიგში მოყვანა (მოიყვანს), მოწესრიგება; to fix oneself [one's hair] თავის [თმის / ვარცხნილობის] წესრიგში მოყვანა; to fix one's face მაკიაჟის გაკეთება; mother asked me to fix the table for family dinner დედამ მთხოვა სადილისათვის სუფრა გამეშალა;
3) შეკეთება (შეაკეთებს), გარემონტება; აწყობა, გამართვა; to fix a broken lock გატეხილი საკეტის შეკეთება; I called in the plumber to fix the drain სანტექნიკოსი გამოვიძახე კანალიზაციის მილის ჩასარეცხად / წესრიგში მოსაყვანად; you must have the car fixed მანქანა უნდა შეაკეთებინოთ;
4) საჭმლის მომზადება (˂მო˃ამზადებს), გაკეთება; to fix breakfast საუზმის მომზადება; she fixed supper for the children ბავშვებს ვახშამი მოუმზადა; coffee fixed with milk რძიანი ყავა; he fixed himself a drink მან ერთი ჭიქა დაისხა;
4. 1) დაჟინებით ყურება (უყურებს), ცქერა;
ვინმეზე / რაიმეზე მზერის მიმართვა; he fixed her with his eye
ქალს თვალს არ აშორებდა /
≅ თვალებით ჭამდა; he fixed a searching look on her გამომცდელად შეხედა;
2) რაიმეზე კონცენტრაციის მოხდენა (˂მო˃ახდენს), რაიმეზე მიმართვა (ინტერესისა და ა.შ.); he fixed his ambition upon surgery as his lifework ქირურგია მისი ცხოვრების მიზნად იქცა;
3) ყურადღების და ა.შ. მიპყრობა (˂მი˃იპყრობს); the object fixed his eye [his attention] საგანმა მისი მზერა [ყურადღება] მიიპყრო;
5. აღბეჭდვა (აღბეჭდავს), დაფიქსირება (მეხსიერებაში, ცნობიერებაში); to fix facts [dates] in one's mind ფაქტების [თარიღების] მეხსიერებაში აღბეჭდვა, კარგად დამახსოვრება;
6. 1) დასახლება (˂და˃სახლდება), დამკვიდრება, დაფუძნება; he fixed his residence in the city ქალაქში დასახლდა / დამკვიდრდა; he fixed himself in New York ნიუ-იორკში დაბინავდა / დასახლდა;
2) დანერგვა (˂და˃ნერგავს) ამა თუ იმ აზრისა, ცხოვრების წესისა და ა.შ.;
7. საუბ. განკურნვა (˂გან˃კურნავს), მორჩენა (ხშ. to fix up); the doctor fixed my son (up) ექიმმა ჩემი ვაჟი განკურნა / ფეხზე დააყენა; food will fix her up საჭმელი მას მალე აღუდგენს ძალებს;
8. საუბ. დაპირება (˂და˃აპირებს), განზრახვა; to fix to do smth. რისამე გაკეთების განზრახვა / გადაწყვეტა; it's fixing to rain წვიმას აპირებს, საწვიმრად ემზადება;
9. საუბ. გადაწყვეტა (˂გადა˃წყვეტს), მოგვარება; this won't fix anything ეს არაფერს წყვეტს; anything that is wrong with our life to-day people expect the school to fix ხალხი სკოლისგან მოელის ყველა ჩვენი პრობლემის გადაჭრას;
10. სლ. ვისიმე მოსყიდვით და ა.შ. რისამე მოწყობა (˂მო˃აწყობს); "ჩაწყობა"; to fix an election არჩევნების შედეგების გაყალბება / ფალსიფიცირება; the jury has been fixed ნაფიცი მსაჯულები მოქრთამულნი / მოსყიდულნი არიან; his fight was fixed კრივში მისი შეხვედრის შედეგი წინასწარ იყო გადაწყვეტილი / შეთანხმებული;
11. საუბ. ვინმესთვის ანგარიშის გასწორება (˂გა˃უსწორებს), სამაგიეროს მიზღვა; I'll fix you! მე შენ გაგისწორდები! God'll fix you! ღმერთი დაგსჯის!
12. სლ. ნარკოტიკის მიცემა (მისცემს); ნარკოტიკით მომარაგება;
13. დაკოდვა (˂და˃კოდავს), კასტრირება;
14. სპეც. დალექვა (˂და˃ილექება), გასქელება, გამყარება;
15. ფოტ., კინ. ფიქსაჟით დამუშავება (˂და˃ამუშავებს), ფიქსირება, დამაგრება;
16. 1) რად., ავ. ჩანიშვნა (˂ჩა˃ნიშნავს), მიკვლევა;
2) განედისა და გრძედის ზუსტად განსაზღვრა (˂გან˃საზღვრავს);
▭ to fix on რისამე ამორჩევა (˂ამო˃ირჩევს), არჩევნის რაიმეზე შეჩერება; to fix on a date for a journey ʘ გამგზავრების დღე შეარჩია;
to fix out მომარაგება (˂მო˃ამარაგებს); უზრუნველყოფა; to fix smb. out with clothing ვისიმე ტანსაცმლით უზრუნველყოფა;
to fix up საუბ. 1) რისამე სადმე დადგმა (˂და˃დგამს), მოთავსება; the bed was fixed up in the corner of the room საწოლი ოთახის კუთხეში დადგეს; to fix up a monument ძეგლის დადგმა / აღმართვა; to fix up a tent კარვის გაშლა;
2) მოწყობა (˂მო˃აწყობს); უზრუნველყოფა; to fix up for the night ღამის გასათევით უზრუნველყოფა; to fix smb. up for a job ვისიმე სამსახურში მოწყობა; if you need a boat I can fix it up for you თუ ნავი გჭირდებათ, მე გიშოვით; now she is fixed up for life ახლა მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი იქნება;
3) მოგვარება (˂მო˃აგვარებს), რეგულირება, გადაწყვეტა; to fix up differences აზრთა სხვადასხვაობის / უთანხმოების მოგვარება; to fix up a quarrel ჩხუბის მოგვარება;
4) : to fix oneself up მორთვა (˂მო˃ირთვება), გამოწყობა; თავის წესრიგში მოყვანა;
5) = 3 3);
to fix upon იხ. to fix on; she fixed upon a small villa მან არჩევანი პატარა ვილაზე შეაჩერა.