1. სათანადო, შესაბამისი, შესაფერისი; გამოსადეგი, ვარგისი; a fit time and place სათანადო დრო და ადგილი; at a fitter moment უფრო შესაფერის დროს; the food was not fit to eat საკვები უვარგისი აღმოჩნდა; materials not fit for the job სამუშაოსათვის გამოუყენებელი / უვარგისი მასალა; I have nothing fit to wear არაფერი შესაფერისი არა მაქვს მოცემული შემთხვევისათვის ჩასაცმელად; it is not a fit life for you თქვენ ასეთი ცხოვრება არ შეგეფერებათ; fit for a king საუბ. საუკეთესო ხარისხისა, მეფეთა საკადრისი;
2) predic მიზანშეწონილი; to see / to think / fit მიზანშეწონილად / საჭიროდ ცნობა (ხშ. ირონ.); do as you think fit მოიქეცით, როგორც საჭიროდ მიგაჩნიათ; pictures not fit for young people to see ფილმები, რომელთა ნახვაც ახალგაზრდებისათვის მიზანშეწონილი არაა; he doesn't think fit to publish his results მას თავისი მუშაობის შედეგების გამოქვეყნება მიზანშეწონილად არ მიაჩნია;
2. 1) სათანადო კვალიფიკაციის, უნარის, ჩვევების და ა.შ. მქონე, რაიმესათვის გამოსადეგი, ვარგისი; fit for duty / for service / სამსახურისთვის გამოსადეგი, ვარგისი; he is fit to carry arms იარაღის ტარება შეუძლია; he is fit for nothing ყოვლად უვარგისია;
2) გარემოსთან და ა.შ. შეგუებული / შეწყობილი; the survival of the fit test ყველაზე სიცოცხლისუნარიანთა გადარჩენა;
3. 1) მზად რომ არის, მომზადებული; corn is fit to store მარცვლეული მზადაა შესანახავად; the ship is fit for sea გემი მზადაა ზღვაში გასასვლელად;
2) მზად / მომზადებული რომ არის რისამე გასაკეთებლად, ტანჯვა-განსაცდლის ასატანად და ა.შ.; they went on working until they were fit to drop ქანცის გაწყვეტამდე მუშაობდნენ; she was fit to die of shame ლამის სირცხვილისაგან მიწა გაუსკდა, ლამის სირცხვილით დაიწვა; she cried fit to break her heart საუბ. გულამოსკვნილი ტიროდა;
4. ჯანმრთელი, მხნე; to feel / keep / fit
ʘ ჯანმრთელად / მხნედ გრძნობს თავს; he is not yet fit to go back to work ჯანმრთელობა ჯერ კიდევ არ უწყობს ხელს, სამუშაოს რომ დაუბრუნდეს; you don't look very fit კარგად არ გამოიყურებით;
◇ as fit as a fiddle ა) ჯანმრთელად, მხნედ, ≅ კაჟივით; ბ) მშვენიერ ხასიათზე / გუნებაზე; not fit to be touched with a barge-pole / with a pair of tongs / ≅ ზიზღის მომგვრელი, რომ ვერც კი მიეკარები; not fit to hold a candle to him ≅ შედარებაც კი არ შეიძლება, მის ფეხის ფრჩხილადაც არა ღირს.