1. 1) ცეცხლი, ალი; to keep up a good fire ძლიერი ცეცხლის შენარჩუნება (შეშის, საწვავის დამატებით); to be on fire ა) ʘ ცეცხლი უკიდია, იწვის; ბ) გადატ. ʘ ძლიერი გრძნობით / მრისხანებით / ენთუზიაზმითაა აღსავსე; to set on fire, to set fire to ა) რაიმესათვის ცეცხლის მოკიდება / წაკიდება; ბ) გადატ. ვინმეში ძლიერი ემოციის, ინტერესის და ა.შ. გამოწვევა / აღძვრა; to catch / to take / fire ა) ʘ ცეცხლი წაეკიდა / მოედო; paper catches fire easily ქაღალდს ადვილად ეკიდება ცეცხლი; ბ) გადატ. ʘ აენთო, აეგზნო (ძლიერი გრძნობით, ინტერესით და ა.შ.); to cook smth. on a slow fire კერძის ნელ ცეცხლზე მომზადება; to strike fire ა) ასანთის ღერის ასანთზე, კვესის ტალზე და ა.შ. ჩამოკვრა ცეცხლის ასანთებად; ბ) გადატ. მძაფრი რეაქციის გამოწვევა; გულში მოხვედრა, წყენინება; to lay the / a / fire ცეცხლის / კოცონის გასაჩაღებლად / დასანთებად შეშის, ნახშირის და მისთ. მომზადება;
2) ღუმელი, ბუხარი; electric fire ელექტროღუმელი; gas fire გაზის ღუმელი; to light the fire, to make up the fire ღუმელში / ბუხარში ცეცხლის დანთება; to stir / to poke / the fire ცეცხლის საჩხრეკით ბუხარში ცეცხლის გაღვივება; to nurse the fire ცეცხლის შენარჩუნება (შეშის / საწვავის დამატებით); to mend the fire ცეცხლის გაძლიერება (შეშის / საწვავის დამატებით), ცეცხლის შეკეთება; to blow the fire ა) ცეცხლის გაღვივება (სულის შებერვით); ბ) გადატ. უკმაყოფილების, მტრობის და ა.შ. გაღვივება;
2. ხანძარი; forest fires ტყეში გაჩენილი ხანძრები; house that has suffered fire ხანძრისგან დაზიანებული სახლი;
3. სიცხე; ანთება; St. Anthony's fire მედ. წითელი ქარი;
4. 1) გზნება, ცეცხლი; fire and fury გზნება, მგზნებარება, ცეცხლი; his speech was full of fire and fury მან მგზნებარე / ცეცხლოვანი სიტყვა წარმოთქვა; full of fire and courage მგზნებარებითა და გამბედაობით აღსავსე;
2) სიყვარულის / ვნების / რისხვის ცეცხლი;
3) ცხოველი წარმოსახვა / აღმაფრენა / შთაგონება; sacred fire "ღვთაებრივი ცეცხლი", შთაგონება, შემოქმედებითი ნიჭი;
5. ელვარება, ბრწყინვა, ბრჭყვიალი; the fire of a gem პატიოსანი თვლის ელვარება / ბრწყინვა;
6. მკაცრი გამოცდა, დიდი განსაცდელი;
7. მძაფრი კრიტიკა;
8. სამხ. არტილერიის ცეცხლი, სროლა; running fire ა) გამალებული ცეცხლი; ბ) გადატ. მძაფრი კრიტიკის ქარცეცხლი; under fire ცეცხლს რომ უშენენ, მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ რომ იმყოფება; to be under fire ა) ʘ ცეცხლს უშენენ, მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ იმყოფება; ბ) გადატ. ʘ მძაფრად აკრიტიკებენ; to direct one's fire against ა) რაიმეზე ცეცხლის მიმართვა; ბ) გადატ. ვინმეს / რაიმეს წინააღმდეგ გამოსვლა / გალაშქრება; to draw the fire of (the enemy) ა) მოწინააღმდეგის ცეცხლის თავისკენ გამოძახება; ბ) გადატ. ʘ გაკიცხვის / დაცინვის საგანი გახდა; to hang fire იხ. hang II ◇; to miss fire ა) მტყუნება (იარაღისა); ბ) გადატ. ʘ სასურველ შედეგს / მიზანს ვერ მიაღწია; to open fire ა) სროლის დაწყება, ცეცხლის გახსნა; ბ) გადატ. ვინმეს წინააღმდეგ გამოსვლა; to stand fire ა) მოწინააღმდეგის ცეცხლის გაძლება; ბ) გადატ. ʘ კრიტიკას / სიძნელეებს გაუძლო; to cease fire ცეცხლის შეწყვეტა; line of a fire ცეცხლის ხაზი; fire at will ცალკეული / ერთეული ცეცხლი; fire by piece at command ქვემეხების რიგრიგობითი სროლა; fire for adjustment გამიზვნა; fire for demolition დასანგრევი ცეცხლი; fire for effect ცეცხლი / სროლა მიზნის დასაზიანებლად; fire over (open) sights პირდაპირი დამიზნებით სროლა;
⌇ fire assault სამხ. საცეცხლე იერიში; fire power სამხ. საცეცხლე სიძლიერე; საცეცხლე საშუალებები; fire coordination სამხ. ცეცხლის კოორდინირება; fire cover სამხ. საცეცხლე დაფარვა; fire support სამხ. საცეცხლე მხარდაჭერა; fire curtain სამხ. ცეცხლის ფარდა; გადამღობი ცეცხლი; fire density სამხ. ცეცხლის სიმჭიდროვე; fire effect სამხ. ცეცხლის ეფექტიანობა / ქმედითობა; ცეცხლის / ცეცხლდაშენის შედეგი; fire activity სამხ. საცეცხლე საშუალებების მოქმედება; საცეცხლე ზემოქმედება; fire mission სამხ. საცეცხლე ამოცანა; fire nest სამხ. მოძვ. საცეცხლე წერტილი; fire sector სამხ. ცეცხლდაშენის / სროლის სექტორი; fire trench სამხ. სასროლი სანგარი, ტრანშეა; ინდივიდუალური სანგარი; fire point ტექ. აალების ან აფეთქების ტემპერატურა; fire prevention ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა; ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები; fire assay ტექ. მშრალი სინჯი;
◇ fires of heaven პოეტ. ≅ ვარსკვლავები; Promethean fires პრომეთეს ცეცხლი, ≅ დაუცხრომელი ლტოლვა მაღალი იდეალებისაკენ, ამაღლებული მიზნების ქონა; liquid fire მაგარი ალკოჰოლიანი სასმელი; council fire ისტ. ინდიელთა კოცონი, რომელსაც თათბირის დროს ანთებდნენ; between two fires ორ ცეცხლს შუა; to play with fire ცეცხლთან თამაში; to fight fire with fire ≅ მოწინააღმდეგესთან მისივე იარაღით / მეთოდებით ბრძოლა; სოლი სოლს გააქვსო; one fire drives out another ≅ სოლი სოლს გააქვსო; fire and brimstone ≅ ჯოჯოხეთური ტანჯვა; to flash / to shoot / fire ʘ გაცეცხლებულია, გაცოფებულია, თვალებიდან ცეცხლს აკვესებს; to go through fire and water ≅ დიდი ქარცეცხლის გამოვლა, მრავალი ჭირის გადატანა; to pull / to snatch / smb. out of the fire განსაცდელისაგან / მარცხისაგან ვისიმე ხსნა / გადარჩენა; with fire and sword ცე-ცხლითა და მახვილით; to put to fire and sword ცეცხლსა და მახვილს მიცემა, ცეცხლითა და მახვილით მოსპობა; to set the Thames on fire ხუმრ. (ჩვეულ. უარყოფით წინადადებებში) ≅ არაჩვეულებრივი / განსაკუთრებული რამის გაკეთება; fire and water are good servants, but bad masters ცეცხლი და წყალი ადამიანის კარგი მსახურია, მაგრამ ცუდი ბატონიაო, ≅ ცეცხლს ნუ ეხუმრები და წყალს ნუ ერწმუნებიო; out of the frying pan into the fire ≅ ვაის გავეყარე, ვუის შევეყარეო; ცეცხლიდან გაქცეული წყალში დაიხრჩოო; to add fuel to the fire ცეცხლზე ნავთის დასხმა; there is no smoke without fire ანდ. კვამლი უცეცხლოდ არ იქნებაო; უმიზეზოდ / უნიადაგოდ ხმა არ დაირხევა; fire that's closest kept burns most of all ანდ. ფარული ცეცხლი უფრო მეტად წვავს (ჩვეულ. ითქმის ჩახშობილი ძლიერი ვნების / გრძნობის შესახებ); the fire which lights / warms / us at a distance will burn us when near ანდ. ცეცხლი შორიდან გვათბობს, ახლოდან კი გვწვავს; a little fire is quickly trodden out ანდ. ნაპერწკლის ჩაქრობა უფრო ადვილია, ვიდრე ხანძრისაო.