ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

find II verb
[faɪnd]
ბეჭდვა
(found)

I

1. 1) პოვნა (იპოვის); I can't find my book anywhere ვერსად ვპოულობ ჩემს წიგნს; I have found what I want ვიპოვე, რაც მჭირდება; I ran to find a doctor ექიმის მოსაყვანად / საძებნელად გავიქეცი; he is not to be found მისი პოვნა შეუძლებელია, მას ვერსად იპოვი; to find one's way გზის პოვნა / გაგნება [იხ. აგრ. ]; can you find your way home alone? მარტო იპოვი / გაიგნებ გზას სახლისკენ? the committee must find a suitable man for the job კომისიამ ამ სამუშაოსთვის შესაფერისი კაცი უნდა იპოვოს; to find a post for smb. ვინმესთვის სამუშაოს შოვნა; to find bail თავდების პოვნა; he found his missing brother at last ბოლოს და ბოლოს იპოვა თავისი დაკარგული ძმა; to find means საშუალების გამონახვა; to find the money for an undertaking ფულის / ფულადი სახსრების გამონახვა / შოვნა საქმიანი წამოწყებისთვის; to find nothing to say ʘ ვერაფერი თქვა, ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა; to find a treasure განძის პოვნა; he found a coin in the dust მტვერში მონეტა იპოვა;

2) მოულოდნელად შეხვედრა (˂შე˃ხვდება); წაწყდომა; it is found everywhere ამას ყველგან შეიძლება შეხვდე, ასეთ რამეს ყველგან შეიძლება წააწყდე; such men are not often found ასეთ ადამიანებს ხშირად ვერ შეხვდები; to find some difficulty in doing smth. ʘ რისამე კეთებისას გარკვეულ სირთულეს / სიძნელეს წააწყდა;

2. კვლევის, ექსპერიმენტირების და ა.შ. შედეგად აღმოჩენა (აღმოაჩენს) / პოვნა; გამოგონება, შემუშავება; they found many interesting things in the barrow გათხრებისას ყორღანში ბევრი საინტერესო ნივთი აღმოაჩინეს; he found a more modern method მან უფრო თანამედროვე მეთოდი აღმოაჩინა / შეიმუშავა; he'll find a way to do it იგი გამოძებნის ამის გაკეთების გზას / საშუალებას; to find a mistake in the calculations გაანგარიშებაში შეცდომის პოვნა / აღმოჩენა; to find the answer to the problem პრობლემის გადაწყვეტა, პრობლემის გადაწყვეტის გზის პოვნა;

3. 1) ნახვა (ნახავს), აღმოჩენა; we must leave everything as we find it არაფერს ხელი არ უნდა ვახლოთ; ყველაფერი ისე უნდა დავტოვოთ, როგორც დაგვხვდა; he found the room empty ოთახი ცარიელი დახვდა; I found the key missing ვნახე, რომ გასაღები დაკარგულიყო; when the doctor came he found him already dead ექიმი რომ მოვიდა, ის უკვე მკვდარი იყო; to find smb. at home ვისიმე სახლში ნახვა, ʘ შინ მიუსწრო; I found everybody out შინ არავინ დამხვდა; she found him gone წასული დახვდა;

2) ვისიმე ამა თუ იმ მდგომარეობაში, რისამე კეთების დროს და ა.შ. ნახვა (ნახავს) / წაწყდომა; I found her gathering flowers in the garden ბაღში ვიპოვე, ყვავილებს კრეფდა; six months later we find him saying the exact opposite ნახევარი წლის შემდეგ იგი სრულიად საწინააღმდეგოს ამბობს / ამტკიცებს; Christmas found him still looking for work შობას ის ჯერ კიდევ უმუშევარი იყო;

find I finder

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0132