1. აფსკი; რისამე თხელი ფენა; film of oil ნავთობის აფსკი (წყლის ზედაპირზე და ა.შ.); a film of dust მტვრის თხელი ფენა;
2. ფოტოფირი; კინოფირი; coloured film ფერადი ფირი; to develop a film ფოტოფირის გამჟღავნება;
3. (კინო)ფილმი, კინოსურათი; feature [documentary] film მხატვრული [დოკუმენტური] ფილმი; full-length [short] film სრულმეტრაჟიანი [მოკლემეტრაჟიანი] ფილმი; colour film ფერადი ფილმი; sound [silent] film ხმოვანი / გახმოვანებული [უხმო / მუნჯი] ფილმი; dubbed(-in) film დუბლირებული ფილმი; popular-science film სამეცნიერო-პოპულარული ფილმი; three-dimensional / ხშ. 3D / film სტერეოფილმი; art film ა) ექსპერიმენტული, არაკომერციული ფილმი; ბ) დოკუმენტური ფილმი სურათების გამოფენების, მხატვართა შემოქმედების და ა.შ. შესახებ; to release a film ფილმის ეკრანებზე გამოშვება; to screen [to shoot] a film ფილმის ჩვენება [გადაღება]; the film is on / playing, showing / ფილმი გადის;
4. 1) კინო, კინოხელოვნება; the art of the film კინოხელოვნება; the great masters of the film კინოს დიდი ოსტატები;
2) (the films) pl საუბ. კინო; to be in the films ʘ კინომსახიობია; to go to the films ʘ კინომსახიობი გახდა / გამოვიდა; to quit the films კინოდან წასვლა;
5. თხელი ნისლი;
6. წვრილი ძაფი;
7. ტექ. აპკი, გარსი;
⌇ film actor კინომსახიობი (კაცი); film actress კინომსახიობი (ქალი); film play კინოსურათი; film archives / library / ფილმოთეკა, კინოარქივი; film audience კინომაყურებელი; film fan საუბ. კინომანი, კინოს დიდი მოყვარული; film direction (კინო)რეჟისურა, მსახიობებთან მუშაობა; film director კინორეჟისორი; film producer კინოპროდიუსერი; film people კინემატოგრაფისტები; film unit გადამღები ჯგუფი; film writer სცენარისტი, კინოდრამატურგი; film company კინოკომპანია; film medium კინოს გამომსახველობითი საშუალებანი; film music მუსიკა კინოფილმისათვის; film studio კინოსტუდია; film set გადასაღები მოედანი დეკორაციებით; film test მსახიობის სასინჯი გადაღება (როლზე დასამტკიცებლად); film society კინოსაზოგადოება, კინოკლუბი; film analysis სპეც. რისამე კვლევა კინოგადაღების მეშვეობით; film magazine კინოჟურნალი;
◇ to have a film face ʘ ფოტოგენურია.