ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

feel II verb
[fi:l]
ბეჭდვა
(felt)

I

1. 1) ხელით შეხება (˂შე˃ეხება), ხელით მოსინჯვა / შეგრძნობა; he felt the coat to see if it was wet პალტო ხელით მოსინჯა იმის გასაგებად, სველი ხომ არ არისო; the blind recognize objects by feeling them ბრმები საგნებს ხელით მოსინჯვით ცნობენ / შეიგრძნობენ; feel how sharp the edge of this knife is ხელით მოსინჯე / ხელი გაუსვი / ნახე ამ დანას რა ბასრი პირი აქვს; feel whether the water is warm enough ნახე / გასინჯე, წყალი საკმარისად თუ გათბა; feel how cold my hands are! ნახეთ, რა ცივი ხელები მაქვს! the doctor felt my pulse ექიმმა პულსი / მაჯა გამისინჯა;

2) ხელის და ა.შ. აქეთ-იქით მოძრაობა (ამოძრავებს), ხელის ცეცება; ხელის და ა.შ. შეხებით / ხელის ცეცებით რისამე ძებნა; he felt in his purse and took a penny out of it საფულეში ხელი ჩაყო / საფულე მოჩხრიკა და იქიდან ერთი პენი ამოიღო; he felt under his chair with his right foot and got into his shoe მან მარჯვენა ფეხით სკამის ქვეშ იატაკი მოსინჯა, თავის ფეხსაცმელს მიაგნო და ფეხი შიგ ჩაყო; he felt along the wall until he found the door იგი ხელის ცეცებით მიდიოდა კედელ-კედელ, სანამ კარს არ მიაგნო; to feel for / after / smth. ხელის და ა.შ. შეხებით / აქეთ-იქით მოძრაობით რისამე ძებნა; to feel in one's pocket for a box of matches ჯიბეში ასანთის კოლოფის ძებნა; to feel one's way ა) ხელის და ა.შ. შეხებით / ხელის ცეცებით გზის გაგნება; ბ) ფრთხილად / წინდახედულად მოქმედება;

2. 1) გრძნობა (გრძნობს), შეგრძნობა; he felt the cold touch of the wet twig მან სველი ტოტის ცივი შეხება იგრძნო; I felt the floor trembling ვიგრძენი, როგორ შეზანზარდა იატაკი; to feel smth. under one's foot ფეხქვეშ რისამე შეგრძნობა, რაიმესათვის ფეხის დაბიჯება; shut the door, please, I feel the draught კარი დახურეთ, თუ შეიძლება, ორპირი ქარია / მიბერავს; he knows how it feels to be hungry მან იცის, თუ რას ნიშნავს, იყო მშიერი / რა არის შიმშილი; she felt as if her head were bursting ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ტკივილისაგან, დაღლილობისაგან და ა.შ. თავი უსკდებაო; to feel smb.'s presence in the dark სიბნელეში ვიღაცის იქ ყოფნის ინტუიციურად გრძნობა; I feel ten years younger თავს ათი წლით გაახალგაზრდავებულადა ვგრძნობ; to feel pity for smb. ʘ ვინმე ებრალება / ეცოდება; ვინმესადმი სიბრალულს განიცდის; to feel smb.'s mood changing ʘ გრძნობს, რომ ვინმეს ხასიათი / გუნება ეცვლება; he doesn't feel quite himself თავს მთლად კარგად ვერ გრძნობს; he felt an awful cad doing it ამის კეთებისას იგი თავს ნამდვილ არამზადად გრძნობდა;

2) რისამე (უპირატ. მავნე ან არასასიამოვნო) ზემოქმედების განცდა (განიცდის), გრძნობა; to feel the heat [the cold] ʘ სიცხის [სიცივის] ზემოქმედებას განიცდის, სიცხისაგან [სიცივისაგან] იტანჯება; he doesn't feel the heat at all სიცხეს ვერა გრძნობს, სიცხე სრულებით არ აწუხებს; to feel the liquor ʘ ალკოჰოლის ზემოქმედებას გრძნობს; გრძნობს, რომ სასმელი მოეკიდა; to feel the effect of an accident ʘ უბედური შემთხვევის მავნე შედეგების ზემოქმედებას განიცდის;

3. განცდა (განიცდის), ამა თუ იმ ემოციის ქონა (ხშ. ითქმის არასასიამოვნო ან ტრაგიკული მოვლენებით გამოწვეული შეგრძნებების შესახებ); she feels her friend's death იგი მძიმედ განიცდის თავისი მეგობრის სიკვდილს; some people cannot feel ზოგ ადამიანს განცდის უნარი არა აქვს; to feel an insult deeply შეურაცხყოფის ღრმად / მწვავედ განცდა; he felt his son's ingratitude as if it were a wound თავისი ვაჟის უმადურობა მას ლამის ფიზიკურ ტკივილს განაცდევინებდა;

feel I feelable

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0221