ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

favour I noun
[ʹfeɪvə(r)]
ბეჭდვა

1. კეთილგანწყობილება, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება, წყალობა; in favour პატივში, ფავორში, კარგ დამოკიდებულებაში (ვინმესთან) [შდრ. აგრ. 9]; out of favour ცუდ დამოკიდებულებაში (ვინმესთან); to win smb.'s favour, to find favour in smb.'s eyes / in the eyes of smb. / ვისიმე გულის მოგება, ვისიმე კეთილგანწყობილების მოპოვება / დამსახურება; to be / to stand / high in smb.'s favour, to be in high favour with smb. ʘ ვისიმე განსაკუთრებული კეთილგანწყობილებით სარგებლობს, მას ვინმე განსაკუთრებით სწყალობს / კარგი თვალით უყურებს; to enjoy the favours of a woman ʘ ქალის კეთილგანწყობილებით სარგებლობს, ქალს იგი მოსწონს; to look with favour on smb. ʘ ვინმესადმი კეთილადაა განწყობილი, ვინმეს მოწყალე თვალით უყურებს; to look with favour on smth. ʘ რაიმესადმი დადებითადაა განწყობილი, რაიმეს მოწონებით უყურებს / მოიწონებს; to take a favour for smb. არქ. ვისიმე შეყვარება / მოწონება; to worm oneself into smb.'s favour პირფერობით / ეშმაკობით ვისიმე კეთილგანწყობილების ან ნდობის მოპოვება; to curry favour with smb., შოტლ. არქ. to claw favour with smb. ʘ ეპირფერება / ემლიქვნელება ვინმეს;

2. ვინმესთვის გაწეული სამსახური, ვინმესადმი კეთილგანწყობილების გამომხატველი საქციელი; do me a favour პატივი დამდეთ, მეცით პატივი (რისამე თხოვნისას); to do smth. as a favour რისამე გაკეთება ვინმესადმი კეთილგანწყობილების ნიშნად, ვისიმე ხათრით რისამე გაკეთება; may I ask you a favour სათხოვნელი მაქვს თქვენთან, ნება მომეცით რაღაც გთხოვოთ; to heap favours upon smb. ვისიმე წყალობით ავსება, ვინმესადმი კეთილგანწყობილების ჭარბად გამოვლენა; to owe smb. a favour ʘ ვინმესაგან დავალებულია, ვინმესაგან დავალებულად გრძნობს თავს;

3. მიკერძოება, ტენდენციურობა; მფარველობა (გავლენიანი პირისა და ა.შ.); to win a position by favour more than by merit მაღალი თანამდებობის მიღწევა არა იმდენად დამსახურებისმებრ, რამდენადაც ვისიმე მფარველობის წყალობით; he succeeded in winning the favour of the authorities მან ხელისუფალთა მფარველობის მოპოვება მოახერხა;

favorer, favorite, favoritism favour II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0239