1. 1) მამა; adoptive father მამობილი; natural father უკანონო შვილის მამა;
2) ქომაგი, მფარველი, ვინც მამობას უწევს ვინმეს; to be a father to smb. ვინმესთვის მამობის გაწევა;
2. 1) რისამე შემქმნელი, შემოქმედი; the Fathers (of the Constitution) ამერ. ისტ. აშშ-ს კონსტიტუციის ავტორები / შემქმნელნი; Father of the Constitution "კონსტიტუციის მამა" (პრეზიდენტ ჯ. მედისონის მეტსახელი); Father of his Country "სამშობლოს მამა" (ჯ. ვაშინგტონის მეტსახელი); the Fathers of the Church ეკლესიის მამები;
2) მამამთავარი, წინაპარი, ფუძემდებელი; the Father of English printing ინგლისში წიგნის ბეჭდვის მამამთავარი (უ. კექსტონის მეტსახელი); father of English poetry ინგლისური პოეზიის ფუძემდებელი (ჯ. ჩოსერის მეტსახელი);
3) წინამორბედი; პროტოტიპი;
3. უხუცესი წევრი; უფროსი, ხელმძღვანელი; city fathers ქალაქის თავნი, ქალაქის მუნიციპალიტეტის წევრები, ოლდერმენები; father of the chapel ისტ. ტიპოგრაფიის მუშათა მამასახლისი; Father of the House ა) პარლ. თემთა პალატის ან ლორდთა პალატის უხუცესი წევრი; ბ) ამერ. წარმომადგენელთა პალატის უხუცესი წევრი; Father of the Senate ამერ. უხუცესი სენატორი; father of the Bar იურ. უფროსი ბარისტერი; Conscript Fathers ისტ. უფალო სენატორებო (მიმართვა რომაელი სენატორებისადმი);
4. (the Father) მამა ღმერთი (
წმინდა სამების პირველი ჰიპოსტასი);
5. სულიერი მამა, მოძღვარი; მღვდელი; ეპისკოპოსი; father confessor, ghostly father არქ. სულიერი მამა, ვინც აღსარებას იბარებს (აგრ. გადატ.); the Holy Father მისი უწმინდესობა (რომის პაპის ტიტული); Most Reverend Father in God მისი მაღალუსამღვდელოესობა (არქიეპისკოპოსის ტიტული); Right Reverend Father in God მისი უსამღვდელოესობა (ეპისკოპოსის ტიტული);
◇ father Abraham მამა აბრაამი (აბრაამ ლინკოლნის მეტსახელი); the Father of the Faithful მართლმორწმუნეთა მამა, ხალიფა; Father Thames მდ. ტემზა; the Father of Waters ამერ. მდ. მისისიპი (აგრ. the Great Father); Father Christmas სანტა-კლაუსი; ≅ თოვლის პაპა / ბაბუა; father Knickerbocker ამერ. "მამა ნიკერბოკერი" (ქ. ნიუ-იორკის ხუმრობით შერქმეული მეტსახელი); Father Time დრო (უპირატ. თეთრწვეროსანი მოხუცის სახით პერსონიფიცირებული); the Father of lies ბიბლ. სიცრუის მამა, სატანა; the Father of Lights შემოქმედი, ღმერთი; to be gathered to one's fathers ≅ გარდაცვალება; to lie / to sleep / with one's fathers ≅ წინაპართა საფლავებს შორის / მშობლიურ მხარეშია დაკრძალული; the wish is father to the thought ≅ სასურველს იოლად იჯერებენ ხოლმე; like father, like son ანდ. რაც მამაა, ის შვილია; ≅ დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახე; many a good father hath but a bad son ანდ. თითო მახინჯი ყველა ოჯახს ჰყავსო; a miserly father makes a prodigal son ანდ. ≅ ძუნწი მამის ნაშოვარს შვილი გაანიავებსო.