ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

fashion I noun
[ʹfæʃn]
ბეჭდვა

1. რისამე ყაიდა, მანერა; რისამე სახე; he behaved in a strange fashion იგი უცნაურად იქცეოდა; I don't like the fashion of his speech არ მომწონს მისი ლაპარაკის მანერა; არ მომწონს, როგორ ლაპარაკობს; in one's own fashion თავისებურად; he will certainly do it in his own fashion იგი ამას აუცილებლად თავისებურად / როგორც თვითონ უნდა, ისე გააკეთებს; the grain was threshed after the old fashion მარცვალს ძველებურად ლეწავდნენ [შდრ. აგრ. 2];

2. რისამე ფასონი; მოყვანილობა, ფორმა; რისამე გარეგნული შესახედაობა; the two cups are made after the same fashion ორივე ფინჯანი ერთნაირი ფორმისაა; the fashion of a dress კაბის ფასონი; the little box was made after the fashion of the Japanese lacquered boxes კოლოფი ლაქით დაფარული იაპონური ზარდახშების ნიმუშის მიხედვით იყო გაკეთებული [შდრ. აგრ. 1];

3. სტილი, მოდა; to keep up with all the latest fashions ʘ უკანასკნელ მოდას მისდევს; to be in the fashion ʘ მოდას მისდევს / ანგარიშს უწევს; dressed in the height of fashion უკანასკნელ მოდაზე ჩაცმული; he was dressed in the Eastern fashion აღმოსავლურად / აღმოსავლურ ყაიდაზე ეცვა; to be the fashion, to be in fashion ʘ მოდაშია; this writer was in fashion at the beginning of the century ეს მწერალი საუკუნის დასაწყისში იყო მოდაში; to bring [to come, to grow] into fashion ʘ მოდად აქცია რაიმე, რისამე მოდა შემოიღო [მოდად იქცა, მოდაში შემოვიდა]; to be out of fashion ʘ მოდაში არაა; to lead the fashion ʘ მოდების კანონმდებელია; a man of fashion ა) მაღალი წრის მამაკაცი; ბ) ელეგანტური / მოდის მიმდევარი მამაკაცი;

fash II fashion II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0168