1. 1) ყალბი, ცრუ; false testimony ყალბი ჩვენება; false accusation ყალბი / შეთითხნილი ბრალდება; to give a false colour / colouring / to smth. რისამე დამახინჯება, არასწორად / მცდარად გაშუქება / წარმოდგენა; false alarm ცრუ / ტყუილუბრალო განგაში [იხ. აგრ. ◇];
2) მცდარი, არასწორი; false note მცდარი / ყალბი ნოტი; false pride [shame] უსაფუძვლო / მცდარ / არასწორ წარმოდგენებზე დაფუძნებული სიამაყე [სირცხვილი]; to take a false step მცდარი / არასწორი / ნაჩქარევი ნაბიჯის გადადგმა; to be in a false position უხერხულ / საჩოთირო მდგომარეობაში აღმოჩენა; false start ა) სპორტ. ფალსტარტი; ბ) უხეირო / ცუდი დასაწყისი; false pains მედ. წინასწარი შეტევითი ტკივილები (მშობიარობისას); the news has proved false ცნობა / ამბავი არასწორი აღმოჩნდა; to give a false impression ვინმესთვის არასწორი / მცდარი წარმოდგენის / შთაბეჭდილების შექმნა;
2. 1) თვალთმაქცი, თვალთმაქცური; მატყუარა; false tears თვალთმაქცური / არაგულწრფელი ცრემლები; false pretences მოტყუება, თვალთმაქცობა, ფარისევლობა [შდრ. აგრ. 5]; by / on, under/ false pretences მოტყუებით, მოტყუების გზით; false to the core სულით ხორცამდე / პირწავარდნილი მატყუარა / თვალთმაქცი; false prophet ცრუწინასწარმეტყველი;
2) ორგული, ვერაგი, მოღალატე; to be false to smb.'s trust ვისიმე ნდობის გამტყუნება; to be false to smb. ვისიმე მოტყუება; ʘ ვინმეს უორგულა, უღალატა; a false friend ორგული / მოღალატე მეგობარი;
3. ყალბი; ხელოვნური; false coin ყალბი ფული; false documents ყალბი საბუთები; false hair პარიკი; false teeth ხელოვნური კბილები, პროთეზი; false jewelry ყალბი / რიოში სამკაულები; false bottom ჩანთის და ა.შ. ორმაგი ძირი (რისამე დამალვის მიზნით გაკეთებული); false pillars ცრუ / დეკორატიული სვეტები; false window ყრუ / დეკორატიული ფანჯარა; false rib ანატ. ცრუ / ასტერნალური ნეკნი;
4. ტექ. დამატებითი, დამხმარე (
ითქმის კონსტრუქციის ელემენტების შესახებ); დროებითი; false timbering
სამთ. დროებითი გამაგრება; false keel
ზღვ. ცრუკილი;
5. იურ. არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო; false imprisonment თავისუფლების უკანონო აღკვეთა; false pretence თაღლითობა, გაიძვერობა [შდრ. აგრ. 2 1)];
◇ (to sail) under false colours ა) ნამდვილი სახელის დამალვა, სხვისი გვარით ცხოვრება, სხვა ადამიანად თავის გასაღება; ბ) ჭეშმარიტი ჩანაფიქრის / განზრახვის დამალვა; თვალთმაქცობა; false alarm ვინმესთვის ფუჭი / ამაო იმედების აღძვრა [იხ. აგრ. 1 1)].