I
1. 1) წარუმატებლობის / მარცხის განცდა (განიცდის); to fail in life ცხოვრებაში ხელის მოცარვა; to fail in a suit იურ. პროცესის / საქმის წაგება; he failed for want of foresight საკუთარმა წინდაუხედაობამ დაღუპა;
2) ამა თუ იმ გეგმის, განზრახვის, წამოწყების ჩაშლა (˂ჩა˃იშლება) / ჩაფუშვა; იმედის და ა.შ. გაცრუება; his attempt has failed მისი ძალისხმევა / მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა; my business began to fail საქმე ცუდად წამივიდა; if our hopes should fail თუ ისე მოხდა, რომ იმედი გაგვიცრუვდა;
3) : to fail the height ʘ სპორტ. სიმაღლე ვერ დასძლია (სიმაღლეზე ხტომისას);
2. ვისიმე დაღალატება (˂და˃აღალატებს), ვინმესთვის დანაპირების არშესრულება; as usual, he failed me at the last minute როგორც ყოველთვის, ბოლო წუთს დამაღალატა; I'll be waiting for you, don't fail me დაგელოდები, იცოდე არ დამაღალატო; his heart didn't fail him ≅ წარბი არ შეუხრია (შიშისაგან და ა.შ.) [შდრ. აგრ. 4 1) და 5];
3. 1) ʘ საკმარისი არ არის, საკმარისი რაოდენობით არ მოიპოვება; time would fail me ვერ მოვასწრებ, დრო არ მექნება; words fail me სათანადო სიტყვებს ვერ ვპოულობ / სიტყვები არ მყოფნის;
2) ʘ არ ჰყოფნის, რისამე უკმარისობას განიცდის; I fail words to express my thanks სიტყვები არ მყოფნის მადლიერების გამოსახატავად; courage failed him ვაჟკაცობა არ ეყო, ვაჟკაცობამ უმტყუნა;
3) რისამე რაოდენობის შემცირება (˂შე˃მცირდება); our water supply has failed წყლის მარაგი გამოგველია, წყალი შემოგვაკლდა;
4. 1) შესუსტება (
˂შე
˃სუსტდება), დასუსტება;
ძალის, ინტენსივობის და ა.შ. დაკარგვა; the wind failed ქარი ჩადგა; the light failed სინათლე ჩაქრა; daylight is failing ბინდდება; his health has failed ჯანმრთელობა ძალზე შეერყა; his sight is failing თვალთ აკლდება; his heart is failing გული ღალატობს [
შდრ. აგრ. 2
და 5]; he is old and failing rapidly მოხუცია და დღითი დღე ძალა ელევა / უძლურდება;
2) მიწყდომა (˂მი˃წყდება), მიყუჩება; the radio signals failed რადიოსიგნალები აღარ ისმოდა / ვეღარ აღწევდა (სადმე);
3) არსებობის შეწყვეტა (˂შე˃წყვეტს), გადაშენება (ითქმის გვარის / შთამომავლობის შესახებ); their family line failed მათი გვარის არც ერთი წარმომადგენელი აღარ არის ცოცხალი, მათმა გვარმა არსებობა შეწყვიტა;
5. გაჩერება (˂გა˃ჩერდება), ფუნქციონირების შეწყვეტა, მწყობრიდან გამოსვლა; the engine failed unexpectedly ძრავა მოულოდნელად გაჩერდა, ძრავამ მოულოდნელად გვიმტყუნა; the patient's heart failed ავადმყოფის გულისცემა შეწყდა, ავადმყოფს გული გაუჩერდა [შდრ. აგრ. 2 და 4 1)];
II ა
1. 1) გამოცდაზე ჩაჭრა (˂ჩა˃იჭრება); he failed in mathematics მათემატიკაში ჩაიჭრა;
2) ვისიმე გამოცდაზე ჩაჭრა (˂ჩა˃ჭრის); they failed two candidates ორი კანდიდატი ჩაჭრეს / დაიწუნეს;
3) საუბ. ʘ ესა თუ ის საგანი ვერ ჩააბარა, ამა თუ იმ საგანში ჩაიჭრა; he failed chemistry ქიმია ჩააფლავა; she failed her driving test მანქანის მართვის გამოცდა ვერ ჩააბარა;
2. ამა თუ იმ კულტურის ცუდი მოსავლის მოსვლა (მოვა); the potato crop failed this year წელს კარტოფილის ცუდი მოსავალი იყო;
3. გაკოტრება (˂გა˃კოტრდება) ითქმის ფირმის, ბანკის და ა.შ. შესახებ;
II ბ
1. to fail to do smth. 1) ʘ რისამე გაკეთება ვერ შეძლო / ვერ მოახერხა; we failed to arrive in time დროზე ჩამოსვლა ვერ მოვახერხეთ; all precautions failed to prevent the quarrel ვერავითარმა წინასწარმიღებულმა ზომებმა ჩხუბი თავიდან ვერ აგვაცილებინა; they failed to understand him მათ მას ვერ გაუგეს; the car failed to climb the hill მანქანა აღმართზე ვერ ავიდა; he failed to come ვერ მოვიდა; he failed to see the difference განსხვავება ვერ დაინახა / ვერ შეამჩნია; they could hardly fail to meet შეუძლებელია ერთმანეთს არ / ვერ შეხვედროდნენ; things that cannot fail to be seen ისეთი რამ, რაც შეუძლებელია ვერ შეამჩნიო; we cannot fail to be conscious of it არ შეიძლება ეს არ გვესმოდეს / ამას ვერ ვხვდებოდეთ;
2) ʘ რაიმეს არ აკეთებს, რისამე გაკეთება ავიწყდება; he usually fails to remember his dreams სიზმრებს ჩვეულებრივ ვერ იმახსოვრებს / ვერ იხსენებს ხოლმე; he failed to mention that ... მას დაავიწყდა ეთქვა, რომ ...; he never fails to write to his mother twice a week იგი კვირაში ორჯერ წერს ხოლმე დედამისს წერილებს; don't fail to let me know ჩემთვის შეტყობინება არ დაგავიწყდეთ;
2. to fail in smth. ესა თუ ის თვისება და ა.შ. აკლია / არ გააჩნია; she fails in beauty იგი ულამაზოა; to fail in respect for smb. ʘ ვისიმე მიმართ სათანადო პატივისცემას არ იჩენს / უპატივცემულობას იჩენს; this novel fails in unity ამ რომანის სიუჟეტი კარგად შეკრული არ არის.