ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

facility noun
[fəʹsɪlətɪ]
ბეჭდვა

1. ჩვეულ. pl 1) საშუალებები; მოწყობილობა, აპარატურა, სათავსოები და მისთ. (რისამე გასაიოლებლად ან ხელშესაწყობად განკუთვნილი); to provide books and other facilities for independent study წიგნებისა და დამოუკიდებელი სწავლისათვის აუცილებელი სხვა საშუალებების უზრუნველყოფა; she has no cooking facilities in her flat თავის ბინაში მას სამზარეულო მოწყობილობა / საჭმლის დამზადების საშუალებები არა აქვს; only several countries had the facilities and know-how to produce advanced weapon systems of this kind მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას ჰქონდა ამგვარი თანამედროვე შეიარაღების სისტემების საწარმოებლად საჭირო ნოუ-ჰაუ და საშუალებები; all the rooms have private facilities სასტუმროს ყველა ნომერი საკუთარი სველი წერტილებით / აბაზანა-ტუალეტით არის აღჭურვილი; the school has excellent sporting facilities სკოლას ჩინებული სპორტული მოედნები და სავარჯიშო ინვენტარი აქვს [შდრ. აგრ. 2]; the new house was well situated in reach of good shopping and transport facilities ახალი სახლი ხელსაყრელად იყო განლაგებული კარგი სავაჭრო წერტილებისა და სატრანსპორტო საშუალებების სიახლოვეში; lighting facilities სანათი მოწყობილობები / აპარატურა; leisure facilities იხ. leisure ;

2) შესაძლებლობები; ხელსაყრელი / ხელშემწყობი პირობები / გარემოებები; შეღავათები, უპირატესობა; my way of life offers no facilities for study ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, სამეცადინოდ კარგი პირობები არა მაქვს; they are not given the facilities you have მათ თქვენნაირ შეღავათებს არ აძლევენ; a free bus to the airport is a facility offered only by this hotel აეროპორტამდე ავტობუსით უფასოდ მგზავრობის უპირატესობით / შეღავათით მხოლოდ ამ სასტუმროს კლიენტები სარგებლობენ;

3) (the facilities) ამერ. საუბ. საპირფარეშო, ტუალეტი; excuse me, I have to use the facilities უკაცრავად, ტუალეტით უნდა ვისარგებლო; where are the facilities? სად არის საპირფარეშო?

2. უპირატ. ამერ. ნაგებობა, ობიექტი; ტერიტორია, ადგილი; სათავსო, ოთახი (ამა თუ იმ დანიშნულებისა); a military facility სამხედრო ობიექტი; a storage facility სასაწყობე სათავსო / ფართი, საწყობი; a top-secret nuclear facility ზესაიდუმლო ბირთვული ობიექტი; a parking facility ავტომანქანის სადგომი / დასაყენებელი ადგილი; a research facility კვლევითი დაწესებულება; it was necessary to get the patient to a medical facility as soon as possible აუცილებელი იყო პაციენტი რაც შეიძლება მალე მიგვეყვანა რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში; the US military detention facility at Guantanamo Bay აშშ- სამხედრო საპყრობილე გუანტანამოს ყურეში (ავღანეთში დაკავებულ მებრძოლთათვის და ისლამურ ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირთათვის); a correctional facility ამერ. გამასწორებელი დაწესებულება, ციხე; the largest indoor sports facility in the United States უდიდესი სპორტული დარბაზი / დახურული სპორტული კომპლექსი შეერთებულ შტატებში [შდრ. აგრ. 1 1)];

3. დამატებითი ფუნქცია ან მომსახურება; the phone had a memory facility ტელეფონს ნომრების დამახსოვრების ფუნქცია ჰქონდა; this software has a facility for checking spelling ამ კომპიუტერულ პროგრამას მართლწერის შემოწმების ფუნქცია აქვს; a bank account with an overdraft facility საბანკო ანგარიში, რომელიც ოვერდრაფტის შესაძლებლობას იძლევა;

facilitator facing

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0511