1. 1) რისამე უშუალო ზემოქმედების ქვეშ მოქცევა (˂მო˃აქცევს); რისამე (უპირატ. მავნე) ზემოქმედებისაგან დაუცველად დატოვება; to expose to rain წვიმაში გადგმა; to be exposed to rain წვიმაში მოხვედრა; exposed to radioactive radiation რადიოაქტიურ გამოსხივებაში მოხვედრილი, რადიაციის ზემოქმედებას რომ განიცდის; to expose to the sun მზეზე დადება, მზისათვის მიშვერა; my windows are exposed to the wind ჩემი ფანჯრები ქარპირა მხარესაა; to be exposed to scarlet fever ʘ ქუნთრუშით დაავადების / დაინფიცირების საფრთხე ემუქრება; he is exposed to ridicule დასცინიან, დაცინვის საგანია; exposed to severe trials მკაცრი გამოცდის წინაშე რომ დგას; to expose smb. to odium ვინმეში ვინმეს მიმართ ზიზღის / სიძულვილის აღძვრა, ვისიმე ზიზღის / სიძულვილის საგნად ქცევა;
2) ჩვეულ. p.p. : a house exposed to the south სახლი, რომლის ფასადიც სამხრეთს უყურებს;
3) ფოტ., კინ. ექსპოზიციის მოხდენა (˂მო˃ახდენს), ექსპონირება;
2. მხილება (ამხილებს), გამოაშკარავება (რაიმე საძრახისისა); to expose deception [a plot] ტყუილის [შეთქმულების] გამომჟღავნება; to expose a murderer მკვლელის გამოაშკარავება;
3. რისამე საჯაროდ გამოფენა (˂გამო˃ფენს), ჩვენება; to expose goods for sale საქონლის გასაყიდად გამოფენა; the beggar exposed his sores მათხოვარი ხალხს თავის წყლულებს აჩვენებდა; to expose one's ignorance საკუთარი უვიცობის გამოვლენა / გამომჟღავნება;
4. ღვთის / ბედის ანაბარა მიტოვება (მიატოვებს)
უპირატ. ბავშვისა;
5. მოძვ. ვისიმე დაუმსახურებლად დაცინვა (დასცინის);
6. გეოლ. ზედაპირზე გამოსვლა (გამოვა), გაშიშვლება.