1. ლოდინი (ელოდება, ელის); I expected you yesterday გუშინ გელოდით; don't expect me for dinner სადილად ნუ დამელოდებით; we never expected this ამას კი ნამდვილად არ ველოდით; the conference is expected to meet in summer კონფერენცია, როგორც ჩანს, ზაფხულში გაიმართება, კონფერენციის ჩატარებას ზაფხულისათვის ვარაუდობენ;
2. 1) იმედის ქონა (აქვს); I expect to be back on Sunday ვფიქრობ, კვირას დავბრუნდები; I expect you to work hard იმედი მაქვს, მუყაითად იმუშავებთ; it's not to be expected ამის იმედი არ უნდა გვქონდეს;
2) ʘ ვინმესგან რისამე გაკეთებას მოელის, მოითხოვს; you do not expect me to do this work in a day, do you? იმედია ამ სამუშაოს ერთ დღეში გაკეთებას არ მომთხოვთ! a reporter is expected to have a good memory რეპორტიორს კარგი მეხსიერება მოეთხოვება; a scholar is expected to know the latest works on his speciality მეცნიერს თავის დარგში უახლესი შრომების ცოდნა მოეთხოვება;
3. საუბ. ფიქრი (ფიქრობს), ვარაუდი, ʘ ჰგონია; I expect he'll come მგონია / ვფიქრობ, რომ მოვა; this job is expected to take between ten and twelve days ამ სამუშაოს დასრულებას ალბათ ათი-თორმეტი დღე დასჭირდება; the price is expected to rise higher ვარაუდობენ, რომ ფასი აიწევს; I expect you are hungry ალბათ გშიათ; I expect he was there ვფიქრობ, ის იქ იყო;