1. 1) ვარჯიში (ავარჯიშებს); წვრთნა; to exercise the body with some labour ფიზიკური შრომით სხეულის გავარჯიშება / გამაგრება; to exercise smb. in swimming ʘ ცურვაში ავარჯიშებს; the will can be exercised ნებისყოფის გამომუშავება შეიძლება;
2) (in) რაიმეში ვარჯიში (ვარჯიშობს) აგრ. to exercise oneself; to exercise oneself in fencing ʘ ფარიკაობაში ვარჯიშობს;
2. სეირნობა (სეირნობს), მოციონის გაკეთება; მოძრაობა; you do not exercise enough ცოტას მოძრაობთ;
3. 1) განხორციელება (˂გან˃ახორციელებს), შესრულება; to exercise administration მართვის განხორციელება; to exercise control ა) რაიმეზე კონტროლის განხორციელება, რისამე კონტროლირება; ბ) რისამე მართვა; to exercise functions ფუნქციების / მოვალეობების შესრულება; to exercise dominion over ვინმეზე ან რაიმეზე მბრძანებლობა, ბატონობა; ძალაუფლების ქონა;
2) გამოყენება (˂გამო˃იყენებს), სარგებლობა; to exercise a right უფლების გამოყენება; to exercise a privilege პრივილეგიით სარგებლობა;
3) გამოჩენა (˂გამო˃იჩენს), გამოვლენა; to exercise patience [care] მოთმინების [მზრუნველობის] გამოჩენა;
4. უპირატ. pass ʘ რაიმე აღელვებს, აწუხებს; he is exercised about / over / smth. რაიმეთია აღელვებული, რისამე გამო წუხს; I am exercised about his future მისი მომავალი / მისი ბედი მაღელვებს / მაწუხებს;
5. ვარჯიშების შესრულება (˂შე˃ასრულებს);
6. სამხ. სწავლების, მეცადინეობის ჩატარება (˂ჩა˃ატარებს).