1. 1) მონაცემები, ფაქტები; archaeological evidence არქეოლოგიური მონაცემები / აღმოჩენები; climatological evidence კლიმატოლოგიური მონაცემები; historical evidence ისტორიული ფაქტები; there is little evidence that ... ა) თითქმის არც კი გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ...; ბ) არ ეტყობა, რომ ...; არ არის რაიმე ნიშნები იმისა, რომ ...; there is some evidence of recovery ავადმყოფს გაუმჯობესება ეტყობა; speculation from evidence არსებულ ფაქტებზე დაფუძნებული ვარაუდი;
2) დამამტკიცებელი საბუთი, რისამე დამადასტურებელი რამ; to bear / to give / evidence of ʘ რაიმეს მოწმობს, ადასტურებს;
2. : in evidence ა) რომ არსებობს; ბ) სადმე რომ არის [შდრ. აგრ. 3 1)]; to be in evidence ʘ არსებობს; არის; he was not in evidence იგი არსად არ ჩანდა; to be (very) much in evidence ა) ʘ გავრცელებულია, ჩვეულებრივი მოვლენაა, ჩვეულებრივი ამბავია; ბ) ʘ ხშირად ჩანს; ≅ სულ თვალწინ ტრიალებს;
3. იურ. 1) მტკიცებულება; სამხილი; circumstantial / indirect / evidence არაპირდაპირი მტკიცებულება / სამხილი; documentary evidence წერილობითი მტკიცებულება; oral and written evidence ზეპირი და წერილობითი მტკიცებულება; in evidence რისამე დამამტკიცებელ საბუთად / მტკიცებულებად ჩათვლილი [იხ. აგრ. 2]; cumulative evidence სამხილთა ერთობლიობა; law of evidence მტკიცებულებითი სამართალი;
2) მოწმის ან ბრალდებულის ჩვენება; parole evidence ზეპირი ჩვენება; to call in evidence მოწმედ ვისიმე გამოძახება; to give evidence ჩვენების მიცემა; to take the evidence of smb. ვინმესთვის ჩვენების ჩამორთმევა; ვისიმე დაკითხვა და ჩამორთმეული ჩვენებების ოქმში შეტანა;
3) მოწმე; King's / Queen's, ამერ. State's / evidence ა) თანაბრალდებული, რომელიც თანამზრახველთა წინააღმდეგ იძლევა ჩვენებას (სასჯელის თავიდან აცილების მიზნით); ბ) თანაბრალდებულის ჩვენება [იხ. ა)]; to turn King's / Queen's, ამერ. State's / evidence თანამზრახველთა წინააღმდეგ ჩვენების მიცემა (სასჯელის თავიდან აცილების მიზნით), ბრალდების მოწმედ გახდომა;
4. იურ. ამა თუ იმ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
◇ X-ray evidence რენტგენოგრამა, რენტგენოსკოპიული გამოკვლევა.