ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

ever adverb
[ʹevə]
ბეჭდვა

1. ოდესმე, როდისმე; have you ever been to Boston? ოდესმე ბოსტონში ყოფილხართ? the best film we ever saw საუკეთესო ფილმი, რაც კი ოდესმე გვინახავს; if you're ever in Spain, come and see me თუ როდისმე ესპანეთში მოხვდები, მინახულე; have we ever met before? განა ოდესმე / როდისმე შევხვედრივართ ერთმანეთს? the place, whence I have no hope ever to return ადგილი, საიდანაც იმედი არა მაქვს, რომ ოდესმე დავბრუნდები; hardly / scarcely / ever თითქმის არასოდეს, ძალზე იშვიათად; such an expression is hardly ever heard ასეთ გამოთქმას ძალზე იშვიათად თუ გაიგონებთ; he is seldom if ever a visitor ძალზე იშვიათად თუ მოვა ხოლმე; not then or ever არც მაშინ, არც როდისმე მას შემდეგ; foxes are seldom if ever tamed ძალზე იშვიათია, რომ მელია მოშინაურდეს;

2. მუდამ, მარად; pedants will ever be carping პედანტები შარის მოსადებს მუდამ პოულობენ ხოლმე; the rude state which is ever the consequence of a scarcity of knowledge უხეშობა / უკულტურობა, რომელიც ყოველთვის ცოდნის სიმწირის შედეგია ხოლმე; Shakespeare will ever be a great poet შექსპირი მარად / ყველა ეპოქაში დიდ პოეტად დარჩება;

3. ემოც.-გამაძლ. 1) კითხვით, აგრ. გაკვირვების, აღშფოთების და ა.შ. გამომხატველ წინადადებებში: who ever can it be? ნეტავ ვინ არის?/ნეტავ ვინ უნდა იყოს? who ever would have thought it! ვინ იფიქრებდა! did you ever? საუბ. ნუთუ? გინახავთ / გაგიგიათ ასეთი რამ? where ever did I put my glasses? ნეტავ სად დავდე ჩემი სათვალე? why ever didn't you ask them? მაინც რატომ არ ჰკითხეთ მათ? as if he would ever do such a thing! თითქოს მართლა იყოს ასეთი რამის გამკეთებელი!

2) შედარებისას: I shall do it as soon as I ever can მე ამას გავაკეთებ, როგორც კი შევძლებ / როგორც კი მოვახერხებ; run as fast as ever you can გაიქეცი რაც შეგიძლია სწრაფად; she is as good a girl as ever was მისი დარი გოგონა ქვეყნად არ მოიძებნება; he works as well as ever a man could ისე კარგად მუშაობს, რომ უკეთესად მუშაობა შეუძლებელიც კია;

3) უარყოფით წინადადებებში: არასოდეს; did you love him? — Not ever თუ გიყვარდათ იგი? — არა, არასოდეს; nobody has ever done this before ეს ჯერ არავის არასოდეს არ გაუკეთებია; he is ever without a job არასოდეს სამუშაო არა აქვს, მუდამ უმუშევარია; I do not think we have ever met მე მგონი ჩვენ არასოდეს შევხვედრივართ ერთმანეთს; nothing ever happens in our village ჩვენს სოფელში არასოდეს არაფერი არ ხდება;

eventuate everbearer

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0264