1. 1) აუცილებელი; essential condition აუცილებელი პირობა; an essential first step აუცილებელი პირველი ნაბიჯი; it is essential აუცილებელია, საჭიროა; water is essential to life წყალი სიცოცხლისათვის აუცილებელია; experience not essential სამუშაო სტაჟი არ მოგეთხოვებათ;
2) არსებითი, ძირითადი, უმთავრესი; essential disagreement არსებითი უთანხმოება; essential difference ა) არსებითი განმასხვავებელი ნიშანი (საგანთა კლასიფიკაციისას); ბ) ბიოლ. სახეობათშორისი განსხვავება; essential part of his character მისი ხასიათის ძირითადი თავისებურება; essential notes მუს. აკორდის ბგერები / ნოტები;
3) რისამე არსიდან გამომდინარე;
4) ხელშეუვალი, განუყოფელი; essential rights ხელშეუვალი / განუყოფელი უფლებები;
2. არსებითი, დიდად მნიშვნელოვანი; essential service ვინმესთვის გაწეული მნიშვნელოვანი სამსახური; essential history უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფაქტები;
3. იშვ. სრული, სრულყოფილი; essential happiness სრული ბედნიერება;
4. სპეც. ეთერზეთოვანი; ეთერზეთებთან დაკავშირებული; essential oils ეთერზეთები;
◇ essential goods პირველი საჭიროების საგნები; essential services
სასიცოცხლოდ აუცილებელი / სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურები / სერვისები (ჯანდაცვა, ენერგოსისტემა, წყალმომარაგება, პოლიცია, სახანძრო სამსახური და სასურსათო მაღაზიები).