1. 1) ციხიდან, პატიმრობიდან და ა.შ. გაქცევა (გაიქცევა);
2) გადატ. სინამდვილისაგან, რეალობისაგან და ა.შ. გაქცევა (გაექცევა);
2. თავის არიდება (აარიდებს), თავიდან აცილება, აცდენა (საფრთხისა, უსიამოვნებისა და ა.შ.); to escape a blow დარტყმის აცდენა; to escape punishment ʘ სასჯელს დაუძვრა, დაუსჯელი დარჩა; they escaped suspicion მათზე ეჭვიც კი არავის მიუტანია; they barely escaped with their lives ≅ სულზე გაასწრეს, ძლივს დააღწიეს თავი; he narrowly escaped being drowned ბეწვზე გადარჩა დახრჩობას;
3. 1) ʘ ვინმესთვის შეუმჩნეველი რჩება, ვერ ამჩნევენ; the beauty of this passage will escape no lover of poetry ამ ნაწყვეტის სილამაზე პოეზიის არც ერთ მოყვარულს არ დარჩება შეუმჩნეველი; nothing escapes his attention მას არაფერი გამოეპარება, შეუმჩნეველი არაფერი რჩება; the most valuable articles escaped the eyes of the thieves ქურდებმა ვერ შეამჩნიეს ყველაზე ძვირფასი ნივთები;
2) ʘ გონებას უსხლტება (ითქმის რისამე აზრის, ბუნდოვანი მოგონების და ა.შ. შესახებ); your point escapes me ვერ გამიგია, რისი თქმა გსურთ; the details escape my mind ამბის დეტალები არ მაგონდება; his name escapes me მის სახელს ვერ ვიხსენებ;