1. გრამ. ეპიცენი, არსებითი სახელი, რომელიც ორივე სქესის არსებებს აღნიშნავს (უპირატ. ბერძნულ და ლათინურ ენებში);
2. იშვ. 1) ორივე სქესისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების მქონე არსება;
2) ორივე სქესისათვის გამოსადეგი რამ (მაგ. ტანსაცმელი და ა.შ.);
3. უსქესო არსება, რომელსაც არც ერთი სქესისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისება არა აქვს გამოკვეთილი;