1. 1) შესვლა (შედის), შემოსვლა; to enter a room [a city] ოთახში [ქალაქში] შესვლა; enter Hamlet შემოდის ჰამლეტი (რემარკა პიესაში); to enter into a forest ტყეში შესვლა; to enter the curve სპორტ. მოსახვევში შესვლა;
2) შერთვა (˂შე˃ერთვის) ითქმის მდინარის შესახებ;
2. ჩაბმა (˂ჩა˃ებმება); დაწყება, შესვლა; to enter a battle ბრძოლაში ჩაბმა; to enter a war ომში ჩაბმა; to enter a new era ახალ ერაში შესვლა, ახალი ერის დაწყება; to enter a conversation საუბრის დაწყება, საუბარში ჩართვა; to be entering a new phase ʘ ახალ სტადიაში შედის;
3. ჩასობა (˂ჩა˃ასობს; ˂ჩა˃ესობა), შესობა; ჩარჭობა; to enter a wedge into a log მორში სოლის ჩასობა; the thorn entered the foot ეკალი ფეხში შეესო; the bullet entered the heart ტყვიამ გული განგმირა; the idea never entered my head ხატოვნ. ამგვარი აზრი არასდროს მომსვლია თავში;
4. 1)
ამა თუ იმ ორგანიზაციაში და ა.შ. შესვლა (შევა), გაწევრიანება; to enter the army არმიაში სამსახურის დაწყება; to enter a school სკოლაში შესვლა; to enter the legal professions იურისტად გახდომა; to enter parliament პარლამენტის წევრად გახდომა; to enter Catholicism კათოლიკობის მიღება; to enter into high society მაღალ საზოგადოებაში შეღწევა;
2) ʘ შედის, შემადგენელი ნაწილია; water enters into the composition of all organisms წყალი ყველა ორგანიზმის შემადგენლობაში შედის;
5. სიაში, დავთარში და ა.შ. ჩაწერა (˂ჩა˃წერს), შეტანა; რეგისტრირება; to enter a name ვისიმე გვარის სიაში შეტანა; to enter a date თარიღის ჩაწერა (დავთარში და ა.შ.); to enter an event მომხდარი ფაქტის დაფიქსირება; to enter a word in a dictionary სიტყვის ლექსიკონში შეტანა; to enter a boy in a college ბიჭის კოლეჯში მიღება; to enter smb. at a school განცხადების შეტანა ვისიმე სკოლაში მიღების თაობაზე; to enter a horse for a race ცხენის რეგისტრირება დოღში მონაწილეობის მისაღებად;
6. ამა თუ იმ სპორტულ შეჯიბრებაში, კონკურსში და ა.შ. მონაწილეობის მიღება (˂მი˃იღებს), მონაწილეობა; to enter the competition / the event / სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება; to enter a short story contest საუკეთესო ნოველაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება;
7. იურ. პროცესის დაწყება (˂და˃იწყებს); პროცესში ჩაბმა წერილობითი განცხადების შეტანით; to enter an action against smb. ვისიმე წინააღმდეგ სასამართლო საქმის აღძვრა; to enter a protest გაპროტესტება, პროტესტის შეტანა (ამა თუ იმ საქმის თაობაზე); to enter a writ მიწერილობის წარდგენა; to enter a caveat ვინმესთვის წერილობითი გაფრთხილების გაგზავნა;
8. ამერ. იურ. 1) განაცხადის რეგისტრაციაში გატარება (˂გა˃ატარებს) / რეგისტრირება (მიწის ნაკვეთის მიღების თაობაზე);
2) საავტორო უფლების / პატენტის რეგისტრაციაში გატარება (˂გა˃ატარებს), რეგისტრირება;
9. 1) მონად. გაწვრთნა (˂გა˃წვრთნის) ძაღლისა, შავარდნისა;
2) გახედნა (˂გა˃ხედნის) ცხენისა;
10. ეკონ. საბაჟო დეკლარაციის წარდგენა (წარადგენს) გემის ან მისი ტვირთის თაობაზე;
▭ to enter into 1) რისამე დაწყება (˂და˃იწყებს); ხელშეკრულების და ა.შ. დადება; to enter into negotiations მოლაპარაკებების დაწყება; to enter into a treaty ხელშეკრულების დადება; to enter into obligations ვალდებულებების აღება; to enter into a contract კონტრაქტის დადება;
2) გაზიარება (˂გა˃იზიარებს) ვისიმე სიხარულისა, მწუხარებისა და ა.შ.; თანაგრძნობა; to enter into smb.'s ideas ვისიმე აზრების გაზიარება; to enter into smb.'s feelings ვისიმე გრძნობების (სიხარულის, მწუხარების და ა.შ.) გაზიარება;
3) რაიმეში ჩაწვდომა (˂ჩა˃სწვდება); ჩაფიქრება, ჩაკვირვება; to enter into internal motives ვისიმე ქმედების და ა.შ. შინაგანი / ფარული მოტივების გაცნობიერება; to enter into details დეტალებში ჩაწვდომა, დეტალების დაზუსტება; this need not be entered into ამაზე შეჩერება სულაც არ არის აუცილებელი;
to enter on იხ. to enter upon 1); to enter on a project ʘ პროექტის განხორციელება დაიწყო / განხორციელებას შეუდგა;
to enter up სიაში, დავთარში და ა.შ. ჩაწერა (˂ჩა˃წერს), შეტანა; რეგისტრირება;
to enter upon 1) დაწყება (˂და˃იწყებს), შედგომა; to enter upon a career პროფესიული კარიერის / მოღვაწეობის დაწყება;
2) მფლობელობაში შესვლა (შევა).