1. 1) მოდუნება (˂მო˃ადუნებს), მოშვება, მოთენთვა (ჩვეულ. უსაქმურობის, ფუფუნებაში / განცხრომით ცხოვრების, ცხელი ჰავის და ა.შ. შედეგად); enervating climate მომთენთავი კლიმატი;
2) დასუსტება (˂და˃ასუსტებს), ძალის გამოცლა (კანონისათვის და ა.შ.);
2. 1) ვინმესთვის ნებისყოფის / გამბედაობის დაკარგვინება (˂და˃აკარგვინებს);
2) ვისიმე მორალურად გახრწნა (˂გა˃ხრწნის), გარყვნა; a government enervated by corruption კორუფციით გახრწნილი მთავრობა;
3. მოძვ. ცხენისათვის მყესების გადაჭრა (˂გადა˃უჭრის).