1. რისამე გაძლება (˂გა˃უძლებს), გადატანა, ატანა; to endure the rigours of an arctic winter არქტიკული ზამთრის სიძნელეთა გადატანა; to endure pain ტკივილის ატანა;
2. 1) ʘ ითმენს, ძლებს (მძიმე სიტუაციაში და ა.შ.); it was so cold in the building, that no one could endure therein any longer შენობაში ისე ციოდა, რომ შიგნით ვეღარავინ ძლებდა / ვეღარავინ ჩერდებოდა;
2) ვისიმე / რისამე ატანა (აიტანს), გაძლება; ვინმესადმი / რაიმესადმი შემწყნარებლური დამოკიდებულების ქონა; I cannot endure that man ამ კაცს ვერ ვიტან; he cannot endure jazz იგი ჯაზს ვერ იტანს;
3. 1) ʘ კვლავაც ცოცხალია, არ იღუპება, მტკიცედ დგას; if help does not come, we must endure to the end თუ დამხმარე ძალა არ მოგვაშველეს, ბოლომდე მტკიცედ უნდა ვიდგეთ / უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უნდა ვიბრძოლოთ; he may not endure long მან შეიძლება დიდხანს ვერ გაძლოს / ვერ იცოცხლოს;
2) ʘ არსებობას აგრძელებს, არ წყდება, არ ქრება; as long as life endures მანამ, სანამ სიცოცხლე გრძელდება; სანამ ადამიანი ცოცხალია; his name will endure მისი სახელი მარად იცოცხლებს / დავიწყებას არ მიეცემა;
4. არქ. ʘ რისამე უფლებას იძლევა,
რაიმესთან შეთავსებადია (
ითქმის საგნების და მოვლენების შესახებ); the phrase will not endure such an interpretation მოცემული ფრაზის ამგვარი ინტერპრეტაცია მიუღებელია;
5. მოძვ. გამაგრება (˂გა˃ამაგრებს), განმტკიცება; გაუხეშება (აგრ. გადატ.).