I
1. დასასრული, დასრულება; to put an end to smth. რისამე დამთავრება, რაიმესათვის ბოლოს მოღება / წერტილის დასმა; to bring to an end დამთავრება, დასრულება; to make an end of smth. რისამე დამთავრება; რაიმესათვის ბოლოს მოღება, რისამე აღკვეთა; to come to an end, to be at an end ʘ დასრულდა, დამთავრებულია; I've come to the end of my endurance მოთმინება გამომელია, მოთმინების ფიალა ამევსო;
2. ბოლო; დასკვნითი ნაწილი; დაბოლოება; the end of the year წლის ბოლო; the end of a sentence წინადადების ბოლო; the end of a story მოთხრობის დასასრული;
3. 1) სიკვდილი, გარდაცვალება, აღსასრული; to be near one's end ʘ სიკვდილის პირასაა, კვდება; untimely end უდროო სიკვდილი; to be the end of smb. ვისიმე დაღუპვა, ვინმესთვის ბოლოს მოღება; that will be the end of me ეს მე მომკლავს / ბოლოს მომიღებს;
2) რისამე არსებობის შეწყვეტა; რისამე გაქრობა, მოსპობა; that will be the end of all war ეს ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ომს; ომები აღარ იქნება; the end of the world ქვეყნიერების აღსასრული; ≅ მეორედ მოსვლა;
II
1. 1) კიდე, ბოლო, დაბოლოება; a silver watch at the end of a chain ძეწკვის ბოლოზე მიმაგრებული ვერცხლის საათი; on the end of a stick ჯოხის ბოლოზე, ჯოხის წვერზე; end on ა) ბოლოთი წინ; ბ) ზღვ. ცხვირით ან კიჩოთი წინ; end up ვერტიკალურად, სწორად (ითქმის ვიწრო ბოლოზე მდგომი საგნების და ა.შ. შესახებ); end to end მჭიდროდ, მიჯრით, ერთიმეორის მიყოლებით; at the southern end of the town ქალაქის სამხრეთ გარეუბანში; from one end of the country to the other ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორეში; to sign one's name at the end of a list სიის ბოლოში ხელის მოწერა; at the other end of the world მსოფლიოს მეორე ბოლოში; ≅ მეტად შორს; at the world's end ქვეყნიერების დასალიერში; ≅ ცხრა მთას იქით;
2) გადატ. მხარე; to approach the subject from the wrong end ʘ საკითხს არასწორად / არასწორი კუთხით უდგება;
2. ნაწილი, ნარჩენი; ნატეხი, ნაჭერი, ნაგლეჯი; an end of ribbon ლენტის ნაგლეჯი / ნაკუწი; ends of bread პურის ნატეხები; rope's end ზღვ. მსხვილი თოკის ნაჭერი (რომელსაც მათრახის მაგივრად იყენებენ );
3. ტორსი (მორისა, ძელისა და ა.შ.);
4. სპეც. pl ფიცრების ჩამონაჭრები, დილენსები;
5. ფეიქრ. კორდის ძაფი;
6. ძირი (კასრისა და ა.შ.);
7. სპორტ. სათამაშო მოედნის ნახევარი; to change ends მოედნის მხარეების გაცვლა;
8. ამერ. 1) ასპექტი, მხარე; the business end საქმის პრაქტიკული ან კომერციული მხარე; the advertising end of insurance დაზღვევის სარეკლამო / რეკლამასთან დაკავშირებული ასპექტი;
2) ნაწილი, განყოფილება; our selling end ჩვენი დაწესებულების სავაჭრო განყოფილება;
III
1. მიზანი, განზრახვა; to accomplish one's end მიზნის მიღწევა; to gain one's end ʘ საკუთარი მიზნების განხორციელებას / თავისას მიაღწია; to pursue one's own ends ʘ მას თავისი საკუთარი მიზნები ამოძრავებს; to work together for a common end საერთო საქმისათვის ერთად მუშაობა; with this end in view ამ მიზნით, ამისათვის; the end justifies the means მიზანი ამართლებს საშუალებას; an end in itself თვითმიზანი; to what end? რისთვის? რა მიზნით? to that / this / end ამ მიზნით; to that end that ... იმ მიზნით, რომ ...; to no end უმიზნოდ, უშედეგოდ, ამაოდ; to serve an end ʘ გარკვეულ მიზანს ემსახურება; to serve no useful end ʘ არავითარ მიზანს არ ემსახურება, უსარგებლოა; for public ends საზოგადოების საჭიროებისათვის / საზოგადოების ინტერესებისათვის;
2. რისამე შედეგი, ბოლო; happy end ბედნიერი დასასრული, კეთილი ბოლო; the end crowns the deed საქმეს ბოლო აგვირგვინებს;
⌇ end artery ანატ. ჩამკეტი არტერია; end beam ზღვ. კიდურა ბიმსი; end stress ლინგვ. მახვილი სიტყვის ბოლო მარცვალზე;
◇ at the end ბოლოს, ბოლოს და ბოლოს; in the end ბოლოს და ბოლოს, საბოლოო ჯამში; to the end of time ამაღლ. მარად ჟამს, მარად; on end ა) ვერტიკალურად, სწორად (ითქმის ვიწრო ბოლოზე მდგომი საგნების და ა.შ. შესახებ); ბ) ყალყზე (ითქმის თმის შესახებ); გ) უწყვეტად, შეუჩერებლად; for hours on end საათობით; to be all on end ʘ გაღიზიანებულია; to be at a loose end ʘ მოცლილია, უსაქმოდაა; to the bitter end ბოლომდე, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე; to be at the end of one's rope გამოუვალ მდგომარეობაში ყოფნა; to be at the end of one's tether ≅ საკუთარ შესაძლებლობათა ამოწურვა; კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩენა; to be at one's wits' end ≅ არ იცის, როგორ მოიქცეს; დაბნეულია; to come out on / at / the short end არახელსაყრელ / არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩენა; to go (in) off the deep end ა) აღელვება, გაბრაზება; ბ) დაუფიქრებლად მოქმედება; to hold / to keep / one's end up ≅ არ დაბნეულა, არ შეშინებია; რთული სიტუაციიდან ღირსეულად გამოვიდა; to make both / two / ends meet ≅ მისი შემოსავალი ხარჯებს სწვდება; იმდენსავე ხარჯავს, რამდენსაც იღებს; no end საუბ. ა) ძალიან ბევრი, უამრავი; ბ) ძალზედ, უაღრესად; no end obliged to you უაღრესად დავალებული ვარ თქვენგან; თქვენი დიდად მადლობელი ვარ; no end disappointed საშინლად იმედგაცრუებული; he was no end put out საშინლად გაბრაზდა, მოთმინებიდან გამოვიდა; no end of საუბ. ა) ბევრი, აუარებელი; no end of trouble უამრავი პრობლემა / უსიამოვნება; ბ) ჩინებული, შესანიშნავი; no end of a fellow ჩინებული ყმაწვილი.