ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

effectively adverb
[ɪʹfɛktɪvlɪ]
ბეჭდვა

1. ქმედითად, ეფექტიანად და ა.შ. [იხ. აგრ. effective II]; the tablets work more effectively if you take a hot drink after them ეს აბები უფრო ძლიერ / კარგად მოქმედებს, თუ რაიმე ცხელ სასმელს დააყოლებ; the company must reduce costs to compete effectively ქმედითად / ეფექტიანად კონკურირება რომ შეძლოს, კომპანიამ ხარჯები უნდა შეამციროს; you dealt with the situation very effectively შენ სიტუაციას ძალიან კარგად გაართვი თავი;

2. ფაქტობრივად, რეალურად; he was very polite but effectively he was telling me that I had no chance of getting the job იგი ძალზე თავაზიანად მელაპარაკებოდა, მაგრამ ფაქტობრივად იმას მეუბნებოდა, რომ ამ სამუშაოს მიღების / ამ სამუშაო ადგილის დაკავების არანაირი შანსი არ მქონდა; his wife left him when the children were small, so he effectively brought up the family himself ცოლმა მაშინ მიატოვა, როდესაც შვილები პატარები ჰყავდა, ასე რომ, ფაქტობრივად, მან ბავშვები თავად / მარტომ გაზარდა; effectively, we have to start again from scratch ფაქტობრივად, ყველაფერი თავიდან / ნულიდან უნდა დავიწყოთ.

effective II effectiveness

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0079