(
ate;
eaten)
1. ჭამა (ჭამს); to eat one's dinner სადილობა; where shall we eat? სად ვჭამოთ? to eat well ა) კარგი მადის ქონა, კარგად ჭამა; the child does not eat well ბავშვი კარგად არ ჭამს, ბავშვს მადა არა აქვს; ბ) კარგად / ნოყიერად კვება;
2. ʘ იჭმება; it eats well კარგი საჭმელია, კარგი გემო აქვს; the cake eats short ეს ნამცხვარი პირში დნება;
3. 1) ˂და˃შლა (˂და˃შლის), რღვევა; შთანთქმა (აგრ. to eat away, to eat up); the river had eaten (away) its banks მდინარეს ნაპირები ჩამოერეცხა / ჩამოეშალა; eaten by canker ჭიანაჭამი; time eats the strongest walls დრო უმტკიცეს კედლებსაც ანგრევს; the wooded hills were eaten by fire ცეცხლმა შთანთქა გორაკებზე შეფენილი ტყეები;
2) ამოჭმა (˂ამო˃ჭამს), ამოწვა (ითქმის მჟავას და ა.შ. შესახებ); the acid has eaten holes in my suit მჟავამ რამდენიმე ადგილას კოსტიუმი ამომიწვა;
3) გადატ. შეწუხება (˂შე˃აწუხებს), ტანჯვა; what is eating you? რა გაწუხებს? რა დაგემართა?
▭ to eat away 1) შეჭმა (˂შე˃ჭამს), შესანსვლა;
2) = 3 1);
to eat in 1) საჭმლის შინ / სახლში ჭამა (ჭამს);
2) = eat into;
to eat into 1) ჩაჭმა (˂ჩა˃ჭამს), გაჯდომა (ითქმის მჟავას, საღებავის და ა.შ. შესახებ);
2) ფულის დახარჯვინება (˂და˃ახარჯვინებს), ხარჯის გამოწვევა; the holiday has eaten into our savings დღესასწაულმა ჩვენი დანაზოგის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიწირა;
to eat up 1) ბოლომდე შეჭმა (˂შე˃ჭამს), მოთავება (საჭმლისა, კერძისა); to eat up one's food თეფშზე გადმოღებული კერძის ბოლომდე შეჭმა;
2) შთანთქმა (˂შთა˃ნთქავს), ხარბად ჭამა (აგრ. გადატ.); he is eaten up with pride სიამაყის ჭია ღრღნის, სიამაყე არ ასვენებს;
3) = 3 1);
4) ყურადღებით / გაფაციცებით სმენა (ისმენს) ვისიმე სიტყვებისა და ა.შ.; the audience ate up every word he said დარბაზში დამსწრე ხალხი ხარბად იჭერდა მის ყოველ სიტყვას;
5) ბრმად ნდობა (ენდობა), უკრიტიკოდ მიღება (ვისიმე ნათქვამისა, აზრებისა და ა.შ.);
◇ to eat dirt / dog, humble pie, ამერ. crow / ა) შეურაცხყოფის ჩაყლაპვა; ვისიმე წინაშე ქედის მოდრეკა; ბ) ბოდიშის მოხდა; თავის დამცირება; to eat for the Bar, to eat one's dinners / terms / ადვოკატის კარიერისთვის მზადება, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლა; to eat one's heart out ʘ დარდს ეჭმევინება; უხმოდ / უსიტყვოდ იტანჯება; to eat one's words საკუთარი სიტყვების უკან წაღება; to eat out of smb.'s hand ≅ ყველაფერში ემორჩილება, მის ჭკუაზე დადის; to eat smb. out სლ. ვისიმე ხელში შეკვლა, "შეჭმა"; to eat smb. out of house and home ვისიმე სახლ-კარის გაჩანაგება; ვისიმე გაკოტრება / "გადაჭმა".