1. ვარჯიში; წვრთნა (აგრ. სპორტ.); სავარჯიშო; drill in grammar გრამატიკულ მასალაზე ვარჯიში; question and answer drills კითხვა-პასუხი (როგორც სავარჯიშოების ერთ-ერთი სახე);
2. 1) სამხ. სამწყობრო მომზადება; სწავლება; დამუშავება (ილეთებისა და მისთ.); საუბ. აგრ. მუშტრა; infantry drill ქვეითი ჯარის სამწყობრო მომზადება; there was one hour of drill every morning ყოველ დილით ერთი საათის განმავლობაში სამწყობრო მომზადება ტარდებოდა;
2) წინასწარ ნასწავლი მოქმედებათა დადგენილი თანმიმდევრობა (სხვადასხვა საგანგებო სიტუაციებში, ბრძოლის ველზე და ა.შ. გამოსაყენებლად); the unloading drill is designed to prevent accidents ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვიის ამოღებისას შესასრულებელ მოქმედებათა დადგენილ თანმიმდევრობას იმისთვის ასწავლიან, რომ თავიდან იქნეს აცილებული უბედური შემთხვევები;
3. საუბ. 1) მწვრთნელი;
2) მემწყობრე;
⌇ drill ammunition სამხ. სასწავლო-საბრძოლო მასალები; drill / round / cartridge სამხ. სასწავლო / ფუჭი ვაზნა; Drill Regulations სამხ. სამწყობრო წესდება.