ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

drain II verb
[dreɪn]
ბეჭდვა

1. 1) წყლის / სითხის მოცილება (˂მო˃აცილებს) გადასხმის, ამოტუმბვის, ამოქაჩვის, გადაწურვის, სხვა კალაპოტში გადაგდებისა და ა.შ. საშუალებით; to drain water from a tank ავზიდან / რეზერვუარიდან წყლის გამოშვება; drain the liquid from the tin before you serve the vegetables გადაწურე სითხე კონსერვის ქილიდან, სანამ ბოსტნეულს სუფრაზე მიიტანდე;

2) თანდათანობით გამოლევა (გამოლევს; გამოილევა) / გამოცლა / დაცლა; this hard work had drained away my strength ამ მძიმე სამუშაომ არაქათი გამაცალა; fright had drained all the colour from his face შიშისაგან ფერი წაუვიდა / გაფითრდა; to drain smb. of money ვინმესთვის ცოტა-ცოტაობით მთელი ფულის გამოცინცვლა; my money is draining away ფული სადაცაა გამომელევა; his life was slowly draining away ხატოვნ. სიცოცხლე ნელ-ნელა ტოვებდა მის სხეულს;

3) გამოსვლა (გამოდის), გამოდენა; ჩამოდენა; the water will soon drain (away) მალე მთელი წყალი გაედინება აქედან;

2. 1) დრენაჟით ამოშრობა (˂ამო˃აშრობს) / დაწრეტა; to drain the land [the marsh] ნიადაგის [ჭაობის] ამოშრობა / დაწრეტა (თხრილების, არხების ან მიწისქვეშა მილების საშუალებით);

2) მედ. სხეულის ღრუში ან ღრმა ჭრილობაში რეზინის ან მინის მილის / დრენაჟის ჩაყენება (ჩაუყენებს) ჩირქის და მისთ. დასაწრეტად; დრენირება; it's important to drain the wound ჭრილობაში დრენაჟი უნდა ჩაიდგას ჩირქის ამოსაწმენდად;

3. ჩადინება (ჩაედინება); to drain into the river მდინარეში ჩადინება (შენაკადისა);

drain I drainage

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0614