ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

do¹ II verb
[du: (სრული ფორმა): də (რედუცირებული ფორმები)]
ბეჭდვა
(did; done; III პ. მხ. რ. აწმყო დრო does)

I

1. 1) (გა)კეთება (˂გა˃აკეთებს); what are you doing? რას აკეთებ? I shall do nothing of the kind არაფერს ამდაგვარს არ გავაკეთებ; he has done much for me ბევრი კარგი აქვს ჩემთვის გაკეთებული; დიდი სამსახური გამიწია; what can I do for you? რით შემიძლია გემსახუროთ? do as you are told გააკეთეთ, რასაც გეუბნებიან; he won't do anything to you ცუდს არაფერს გიზამს, არაფერს დაგიშავებს; what is to be done? რა შეიძლება / უნდა გაკეთდეს?

2) მოქცევა (˂მო˃იქცევა); to do well ʘ კარგად იქცევა [შდრ. აგრ. II ბ 1]; you did well to refuse his invitation კარგი ქენით მისი მოწვევა რომ არ მიიღეთ; to do right [wrong] სწორად [არასწორად] მოქცევა;

3) კეთება (აკეთებს), საქმიანობა; what does he do? რას აკეთებს, რა საქმიანობას ეწევა? what does he do for living? რით ირჩენს თავს? რით ცხოვრობს? to do odd jobs ʘ ნებისმიერ სამუშაოს ასრულებს ლუკმაპურის საშოვნელად; I have nothing to do არაფერი მაქვს გასაკეთებელი, საქმე არა მაქვს [შდრ. აგრ. ]; are you doing anything tomorrow? ხვალისთვის რაიმე გაქვს დაგეგმილი? ხვალ დაკავებული ხარ? what is there to do? რა არის გასაკეთებელი? რა უნდა გაკეთდეს? get yourself something to do საქმეს ეწიე, საქმე ნახე;

2. 1) განხორციელება (˂გან˃ახორციელებს), შესრულება; to do one's work [one's duty, smb.'s bidding] სამუშაოს [მოვალეობის, ვისიმე ბრძანების] შესრულება; to do smb.'s will ვისიმე ნება-სურვილის შესრულება; to do one's best / one's utmost, all one can, everything in one's power / ყველაფრის გაკეთება, რაც შესაძლებელია; he does his utmost თავს არ იზოგავს; წელებზე ფეხს იდგამს;

2) მოხდენა (˂მო˃ახდენს); to do miracles / wonders / სასწაულების მოხდენა; to do mischief ცუდი საქმეების ჩადენა; to do good სიკეთის ქმნა [იხ. აგრ. II ა 1 1)]; to do a good deed კეთილი საქმის ქმნა;

3. 1) გამოდგომა (გამოდგება); this room will do for the office ეს ოთახი ოფისისათვის გამოდგება; that will do ა) ეს გამოდგება; ბ) ეს საკმარისია; that will not do ა) ეს არ გამოდგება; ბ) ეს არ ივარგებს; that will not do (for) me ეს ხელს არ მაძლევს; that will never do სრულიად დაუშვებელია; will that do? ა) გამოდგება? ვარგა? ბ) საკმარისია? will these shoes do you? ეს ფეხსაცმელი გამოგადგება? that would hardly do ა) არა მგონია, რომ იკმაროს; ბ) არა მგონია ივარგოს; she made her old dress do another season ძველი კაბა შეაკეთა და კიდევ ერთი სეზონი ატარა; I will make it do ამითაც იოლად გავალ; he has enough money to do him till the end of the year იმდენი ფული აქვს, რომ წლის ბოლომდე ეყოფა;

2) დაკმაყოფილება (˂და˃კმაყოფილდება); ʘ დასჯერდება, იკმარებს; he does with very little food ძალზედ ცოტას ჭამს, მცირედით კმაყოფილდება; you must make do with what you have რაც გაქვთ, იმით უნდა დაკმაყოფილდეთ / იმას უნდა დასჯერდეთ; can he do without cigarettes? გაძლებს კი უსიგარეტოდ? I can do without him უიმისოდაც გავძლებ / კარგად ვიქნები;

3) (ხშ. ერთვის can't do) ატანა (აიტანს), შეგუება; I can't do with his insolence ვერ ვიტან / ვერ ვეგუები მის თავხედობას;

do¹ I do²

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0193