1. 1) დაშორებული, დაცილებული; შორი, შორეული; distant city შორეული ქალაქი; distant voyages შორეული მოგზაურობანი; მოგზაურობანი შორეულ ქვეყნებში; distant view შორეული ხედი, პერსპექტივა; distant reception რად. შორეული მიღება; distant reconnaissance სამხ. შორეული დაზვერვა; this is a distant prospect ეს შორეული პერსპექტივაა; აქამდე ჯერ შორსაა;
2) შორეული (ითქმის ნათესაობის შესახებ); distant relation [cousins] შორეული ნათესავი [ბიძაშვილები];
2. 1) რაიმესაგან დაშორებული, განსაზღვრულ მანძილზე მყოფი / მდებარე; some miles distant (from the city) (ქალაქიდან) რამდენიმე მილის დაშორებით / მანძილზე;
2) ერთმანეთს დაცილებული, მეჩხერი; distant teeth მეჩხერი კბილები;
3. შორეთისკენ მიპყრობილი / მიმართული; შორიდან მოსული / მოღწეული; distant eyes შორეთისკენ მიპყრობილი მზერა; distant thoughts ფიქრები შორეულ წარსულზე ან მომავალზე; distant sounds შორეული ხმები / ბგერები;
4. სუსტი, უმნიშვნელო; ძნელად შესამჩნევი; distant likeness / resemblance / შორეული მსგავსება; to have not even a distant idea of a matter
ʘ ამ საქმეზე არავითარი წარმოდგენა არა აქვს;
5. თავშეკავებული, ცივი; distant politeness თავშეკავებული / ცივი თავაზიანობა; distant manner ქცევის თავშეკავებული / მედიდური მანერა;
6. ძველი, გარდასული; შორეული, რაიმე მომენტიდან დროის დიდი მონაკვეთით დაშორებული; distant times შორეული / გარდასული დრო; at a distant date დიდი ხნის / მრავალი წლის შემდეგ;
7. უცხო, უჩვეულო, განსხვავებული.