ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

discretion¹ noun
[dɪʹskrɛʃn]
ბეჭდვა

1. სიფრთხილე, წინდახედულობა; კეთილგონიერება; age of discretion, years of discretion ა) ასაკი, რომლიდანაც ადამიანი პასუხს აგებს თავის საქციელზე (დიდ ბრიტანეთში – 14 წელი); ბ) მოწიფულობის ასაკი; to show discretion წინდახედულობის გამოჩენა; to act with discretion ფრთხილად / წინდახედულად მოქმედება; I hope I can count on your discretion იმედი მაქვს თქვენი კეთილგონიერებისა;

2. 1) მოქმედების თავისუფლება; გადაწყვეტილების მიღების / არჩევანის გაკეთების უფლება; უფლებამოსილებანი; large discretion ფართო უფლებამოსილებანი; at (smb.'s) discretion, at the discretion of smb. ვისიმე გადასაწყვეტად, ვისიმე ნება-სურვილზე; to surrender to discretion გამარჯვებულის / მოწინააღმდეგის დიდსულოვნების იმედით დანებება, საკუთარი ბედ-იღბლის მტრისთვის მინდობა; use your own discretion, I leave it to your discretion მოიქეცით ისე, როგორც საჭიროდ (ჩა)თვლით; it is within my discretion to go or not ჩემი გადასაწყვეტია, წავიდე თუ არა;

2) იურ. დისკრეციული უფლება;

3. შოტლ. ზრდილობიანობა, თავაზიანობა;

discretion is the better part of valour სიფრთხილე სიმამაცეს ამშვენებს, სიფრთხილის გარეშე სიმამაცე სიმამაცე არაა (ხშ. სიმხდალის ხუმრობით გასამართლებლად).

discretely discretion²

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0117