1. გახსნა (გახსნის); გამოჩენა; the curtain opened to disclose an empty stage ფარდა გაიხსნა და ცარიელი სცენა გამოჩნდა;
2. 1) აღმოჩენა (აღმოაჩენს), პოვნა; to disclose a hidden treasure გადამალული განძის პოვნა;
2) გამოაშკარავება (გამოააშკარავებს), გა(მო)მჟღავნება, მხილება; to disclose smb.'s designs ვისიმე ზრახვათა გამოაშკარავება / მხილება; to disclose a secret საიდუმლოს გამხელა; to disclose one's intentions საკუთარ განზრახვათა გამჟღავნება; he disclosed the truth that he had been a prisoner მან გაამხილა, რომ ციხეში იჯდა; the newspapers didn't disclose the victim's name გაზეთებმა არ გაამხილეს მსხვერპლის სახელი;
3. მოძვ. გამოჩეკა (გამოჩეკს).