1. 1) განიარაღება (განაიარაღებს), იარაღის აყრა / დაყრევინება / ჩამორთმევა; to disarm one's opponent მოწინააღმდეგის განიარაღება; to disarm various terrorist groups სხვადასხვა ტერორისტული ჯგუფების განიარაღება; my father was disarmed by her frankness გადატ. მისმა გულწრფელობამ მამაჩემს ფარ-ხმალი დააყრევინა;
2) დამშვიდება (˂და˃ამშვიდებს), დაშოშმინება, დაწყნარება; to disarm smb.'s anger ვისიმე რისხვის დაცხრობა;
2. 1) განიარაღება (განიარაღდება), იარაღის დაყრა; the other militias disarmed by the agreed deadline სხვა არამუდმივი შეიარაღებული რაზმები დათქმული ვადისათვის განიარაღდნენ;
2) განიარაღება (განიარაღდება), შეიარაღების შემცირება (ითქმის ქვეყნის შესახებ);
3. სამხ. 1) არასასროლ მდგომარეობაში მოყვანა (მოიყვანს), განეიტრალება (ცეცხლსასროლი იარაღისა);
2) გაუვნებლება (˂გა˃აუვნებლებს), უვნებელყოფა, არასაბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა (ბომბისა, ნაღმისა ან სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობისა).