ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

dis- prefix
[dɪs-]
ბეჭდვა
(აგრ. di-)

1. აწარმოებს 1) ზმნებს, რომლებიც ფუძით გამოხატული მოქმედების საპირისპირო მოქმედებას გადმოსცემენ: disaffirm უარყოფა; disjoin განცალკევება, გათიშვა; disown ʘ არ აღიარებს;

2) ზმნებს ზედსართვი სახელებისა და ზმნებისაგან, რომლებიც მიუთითებენ რაიმე თვისების დაკარგვას: disable უნარის დაკარგვინება; დაინვალიდება; disbark ქერქის შემოცლა; disinherit მემკვიდრეობის გარეშე დატოვება; მემკვიდრეობის ჩამორთმევა;

3) ზმნებს, რომლებიც წოდების, ტიტულის და ა.შ. ჩამორთმევას აღნიშნავენ: disbar ბარისტერის კოლეგიიდან გარიცხვა; disfrock სასულიერო წოდების ჩამორთმევა;

4) არსებით სახელებს, რომელთაც ფუძით გამოხატული მნიშვნელობის საპირისპირო მნიშვნელობა აქვთ ან რომლებიც მიუთითებენ რისამე უქონლობას: disaffection უკმაყოფილება; dishonour სახელგატეხილობა; disunion გაყოფა; გათიშვა, განცალკევება;

5) ზედსართავ სახელებს, რომლებიც ფუძით გამოხატული თვისების საპირისპირო თვისებას გამოხატავენ ან მიუთითებენ რაიმე თვისების უქონლობას: disagreeable უსიამოვნო; discontinuous წყვეტილი; disobedient ურჩი;

2. გამოიყოფა სიტყვებში, რომლებიც გამოხატავენ დაყოფას, გამოყოფას, ნაწილებად დაშლას, მიმოფანტვას, გაბნევას: dismiss დათხოვნა; dismemberment დანაწევრება, დაშლა; დაქუცმაცება;

3. სიტყვას უძლიერებს უარყოფითობის მნიშვნელობას: disannul მთლიანად გაუქმება / ანულირება; ძირფესვიანად მოსპობა.

dirty bomb disability

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0148