1. წყალში ან სხვა სითხეში ჩაშვება (˂ჩა˃უშვებს; ˂ჩა˃ეშვება), ჩაყოფა, ამოვლება; to dip one's fingers in the water თითების წყალში ჩაყოფა; to dip a pen in(to) the ink მელანში კალმის ჩაწება; to dip in(to) the water წყალში ჩაყვინთვა; to dip one's pen in gall ხატოვნ. ღვარძლიანად წერა;
2. ზედაპირულად / თვალის ერთი გადავლებით გაცნობა (გაეცნობა) / გადახედვა; to dip into a book წიგნის გადათვალიერება / ალაგ-ალაგ წაკითხვა;
3. 1) რისამე ხსნარში ჩაშვება (˂ჩა˃უშვებს); ამოვლება; შეღებვა; to dip a dress კაბის შეღებვა;
2) დეზინფექციის გაკეთება (˂გა˃უკეთებს), გაუსნებოვნება; to dip sheep ცხვრის სადეზინფექციო ხსნარით დაბანა მკბენარების / პარაზიტების მოშორების მიზნით;
4. : to dip candles სანთლების დამზადება (
˂და
˃ამზადებს) გამდნარ ცვილში ამოვლებით;
5. (აგრ. out, up) ამოხაპვა (ამოხაპავს); ამოღება; to dip (up) water from a pond წყლის ამოხაპვა გუბურიდან; to dip up a fact from one's memory ხატოვნ. ≅ მეხსიერება მოიქექა და ფაქტი გაიხსენა;
6. 1) დაშვება (˂და˃უშვებს; ˂და˃ეშვება) ითქმის დროშის ან იალქნის შესახებ;
2) გადატ. თავის დახრა (დახრის); he had to dip his head to enter the cave თავის დახრა მოუხდა გამოქვაბულში შესასვლელად;
7. 1) ჩასვლა (ჩადის); დამალვა, მოფარება; the sun dips below the horizon მზე ჩადის / ჰორიზონტს ეფარება;
2) ავ. მკვეთრად დაშვება (˂და˃ეშვება); სიმაღლის მკვეთრად დაკარგვა (ითქმის თვითმფრინავის შესახებ);
8. ავტ. ახლო სინათლეზე გადართვა (˂გადა˃რთავს);
9. ʘ დაქანებულია, თავქვე ეშვება; the road dips დაღმართი იწყება, გზა თავქვე ეშვება;
10. გადახრა (˂გადა˃იხრება) ითქმის მაგნიტური ისრის შესახებ;
11. ანკესით თევზაობა (სატყუარას წყალში ოდნავ ჩაშვებით);
12. ეკლ. აგდებ. (მო)ნათვლა (˂მო˃ნათლავს), ბავშვის ემბაზში ჩასმა;
13. მოძვ. ჩათრევა (ჩაითრევს), რაიმეში გარევა;
◇ to dip (deeply) into one's means / purse /, to dip one's hand into one's purse ფულის ფლანგვა / ფანტვა; ბევრი ფულის დახარჯვა; ჯიბეზე ხელის გაკვრა.