1. 1) წყალში ან სხვა სითხეში ჩაშვება, ჩაყოფა, ამოვლება;
2) საუბ. ყვინთვა, ცურვა, ბანაობა; to take / to go for / a dip საბანაოდ / საცურაოდ წასვლა; shall we have a dip before breakfast? საუზმემდე საბანაოდ / საცურაოდ ხომ არ წავიდეთ? we gave him a dip ვაყურყუმელავეთ;
3) გადატ. რაიმეთი ხანმოკლე დაინტერესება / გატაცება; his early dip into politics მისი ადრინდელი გატაცება პოლიტიკით; to have a dip in (to) a book ʘ წიგნს თვალი გადაავლო, წიგნი ზერელედ / ალაგ-ალაგ წაიკითხა;
4) სპეც. ხსნარში, საღებავში ჩაშვებით დამუშავება;
2. ხსნარი (რისამე შესაღებავად, ლითონის გასაწმენდად, მკბენარების / პარაზიტების მოსასპობად და მისთ.);
3. საწებელი;
4. სანთელი (
გამდნარ ცვილში ამოვლებით დამზადებული);
5. დროშის ან იალქნის დაშვებული მდგომარეობა; at the dip დაშვებული (ითქმის დროშის / იალქნის შესახებ);
6. ღრმული, ფოსო, ორმო (აგრ. dip in the ground);
7. 1) ფერდობი, დაღმართი, დაქანება; the road takes a sudden dip just round the corner მოსახვევის შემდეგ მკვეთრი დაღმართია;
2) გეოლ. დაქანება (ითქმის ძარღვის / ფენის შესახებ);
8. 1) ჩაკიდულობა (სადენისა);
2) ჩაღუნვა (მრუდისა);
9. ხილული ჰორიზონტის დახრილობა (აგრ. dip of the horizon);
10. მაგნიტური ისრის დახრილობა (აგრ. dip of the needle);
11. ჩაძირვის სიღრმე;
12. სიმაღლის მკვეთრი ვარდნა (ითქმის თვითმფრინავის შესახებ);
13. სლ. 1) ქურდბაცაცა, ჯიბის ქურდი;
2) ჯიბიდან რისამე ამოცლა;
14. მოძვ. რევერანსი, თავის დაკვრა;
15. დროებითი დაცემა (ითქმის ფასების შესახებ);
⌇ dip compass = dip circle; dip equator მაგნიტური ეკვატორი.