4. მეტად ცელქი / ანცი ახალგაზრდა,
≅ მხეცი; both my cousins were perfect devils as boys ჩემი ორივე ბიძაშვილი ბავშვობაში ნამდვილი მხეცები იყვნენ;
5. რაიმეზე თავგადაკლული / რაიმესთვის გაგიჟებული ადამიანი; to be a devil for work ʘ უსაშველოდ / არაადამიანურად ბევრს მუშაობს; a devil for gambling ბანქოს თავგადაკლული / აზარტული მოთამაშე; a devil with ladies ქალებზე გაგიჟებული, ქალების მუსუსი;
6. საუბ. მებრძოლი სული; შეუპოვრობა; აზარტი, ჟინიანობა; without much devil უხალისოდ, უნდილად; he had devil enough to tell the truth იმდენი ვაჟკაცობა ეყო, სიმართლე ეთქვა;
7. საუბ. კაცი, ადამიანი; poor devil საცოდავი / საწყალი კაცი; lucky devil ბედნიერი / იღბლიანი ადამიანი; queer / rum / devil უცნაური, შერეკილი;
8. საუბ. 1) სხვის მაგივრად მომუშავე, "შავი მუშა" (ითქმის ლიტერატორის / ჟურნალისტის შესახებ);
2) შეგირდი ან ფეხისბიჭი სტამბაში (აგრ. printer's devil);
9. რისამე განსახიერება, ხორცშესხმა (უპირატ. მანკიერებისა); the devil of avarice საშინელი სიხარბე;
10. გუნება-განწყობილება; the blue devils ნაღველი, კაეშანი, მელანქოლია [შდრ. აგრ. 2]; she is the victim to a morbid devil მელანქოლიამ მოიცვა;
11. ძალზედ ცხარე კერძი (განსაკ. შემწვარი ხორცისა);
12. = dust devil;
13. ერთგვარი ფოიერვერკი;
14. ტექ. მილების საწმენდი ჯაგრისი;
15. ემოც.-გამაძლ. ეშმაკი; like the devil, like the devils საშინლად, უსაშველოდ, ჯოჯოხეთურად; to be as drunk as the devil უგონოდ გამოთრობა / გალეშვა; a devil of a fellow თავზე ხელაღებული კაცი; a devil of a racket აურზაური, ალიაქოთი, ღრიანცელი; the very devil of a life ჯოჯოხეთური ცხოვრება; სვეგამწარებული ყოფა; to be a devil to eat ʘ ღორმუცელაა;
16. 1) შორისდ. მნიშვნ. ეშმაკმა დალახვროს! the devil take it ეშმაკსაც წაუღია!
2) ემოც.-გამაძლ. კითხვითი სიტყვების შემდეგ who, what, why, where და მისთ. გამოხატავს გაღიზიანებას, უკმაყოფილებას ჯანდაბა, ეშმაკი; what the devil? რა ჯანდაბაა! რა ოხრობაა! why, the devil! რა ჯანდაბად! რა ჭირად! what the devil do you mean! რა ჯანდაბას გულისხმობ!
3) ემოციური უარყოფის შემდეგ ვერ მოგართვი! is he coming? – The devil he is? მოდის? – მეტი არაა ჩემი მტერი!
4) ემოც.-გამაძლ. რეპლიკაში გამოხატავს უნდობლობას მოსაუბრის ნათქვამისადმი ან გაკვირვებას ესღა გვაკლდა! რას ამბობ! ნუთუ, მართლა! she is in the room now. – The devil she is! ის ოთახშია. – მართლა?! რას ამბობ!
◇ devil dog ამერ. სამხ. სლ. სამხედრო-საზღვაო ფლოტის ქვეითი ჯარის ჯარისკაცი; the devil's dust მატყლის ანაჩეჩი / ანაძენძი; limb of the devil ეშმაკის ნაშიერი, ჯოჯოხეთის მოციქული; the devil's dozen ცამეტი (როგორც თარსი რიცხვი); the devil's advocate მოკამათე (კრიტიკოსი, დამცველი და ა.შ.), რომელიც კამათისას საწინააღმდეგო ან არაპოპულარულ თვალსაზრისს იცავს, რათა კამათი უფრო ცხარე გახადოს ან მოწინააღმდეგეს ინფორმაცია დასტყუოს; the devil's paternoster უკუღმა წაკითხული "მამაო ჩვენო" (მაგიური ზემოქმედების მოსახდენად); შელოცვა, ჯადო; the devil's bones კამათლები; the devil's (picture) books კარტი, ბანქო; the devil's bedpost ბანქ. ჯვრის ოთხიანი; devil's brew სლ. ნიტროგლიცერინი; the devil's delight ხუმრ. ალიაქოთი, აურზაური; ღრიანცელი; the devil's luck ≅ ა) "ძაღლის ბედი", იღბალი; ბ) ირონ. საშინელი უიღბლობა; the devil of it is that ... მთელი უბედურება ისაა, რომ ...; the devil and all ა) მთელი უბედურება; ყველაზე ცუდი რამ; ბ) ყველაფერი ერთად; the devil and all to do ორომტრიალი, აურზაური, ალიაქოთი; the devil and all to pay მძიმე მდგომარეობა, განსაცდელი; უბედურება; devil a one არაფერი; კაციშვილი, ძეხორციელი (უარყოფით წინადადებებში); the devil among the tailors ა) ჩხუბი, აყალმაყალი; ბ) ერთგვარი ფოიერვერკი; between the devil and the deep sea ≅ გამოუვალ მდგომარეობაში; წინ წყალი, უკან მეწყერი; სკილასა და ქარიბდას შუა; to raise the devil ჩხუბის / აყალმაყალის ატეხა; to go to the devil შავ დღეში ჩავარდნა; გაკოტრება; ʘ განადგურდა; go to the devil! ეშმაკსაც წაუღიხარ! დამეკარგე აქედან! to give the devil his due მტრის, მოწინააღმდეგის და ა.შ. ჯეროვნად დაფასება; to play the (very) devil with smth., to play the devil and all with smth. რაიმესთვის დიდი ზიანის მიყენება; რისამე გაფუჭება / წახდენა; to pull the devil by the tail ʘ უკიდურეს გაჭირვებაშია; გროშიც არ აბადია; to whip / to beat / the devil round the stump ამერ. ≅ ა) ცდილობს იოლად / წესების გვერდის ავლით მიაღწიოს თავისას; ბ) ცდილობს გამოძვრეს რთული / საჩოთირო მდგომარეობიდან; the devil is dead ≅ ძირითადი სიძნელეები დავძლიეთ / უკან მოვიტოვეთ; when the devil is blind ≅ როდინობის კვირას, არასოდეს; როცა ვირი ხეზე გავაო; to paint the devil blacker than he is ≅ რისამე გაზვიადება; talk / speak / of the devil and he will / is sure to / appear, შემოკლ. talk of the devil ≅ ძაღლი ახსენე და ჯოხი ხელში დაიჭირეო; the devil is not so black as he is painted ≅ არც ისეა საქმე, როგორც ხატავენ; როგორც ქუხს, ისე არ წვიმსო; the devil take the hindmost / hindermost / ≅ უბედო კაცი ეშმაკს წაუღიაო.