1. 1) განვითარება (˂გან˃ავითარებს), გაუმჯობესება, სრულყოფა; to develop one's business საქმის / ბიზნესის განვითარება; to develop a melody მუს. თემის განვითარება; the motor develops 100 horsepower ძრავას სიმძლავრე 100 ცხენის ძალას შეადგენს;
2) განვითარება (˂გან˃ვითარდება), ზრდა; გაფართოება (ითქმის საქმის / საწარმოს შესახებ);
3) ს.-მ. ჯიშის, სახეობის გამოყვანა (გამოიყვანს);
2. მიმდინარეობა (მიმდინარეობს); განვითარება; the fever develops normally ციება ნორმალურად მიმდინარეობს; the situation developed rapidly მოვლენები სწრაფად განვითარდა;
3. გამომჟღავნება (˂გამო˃ამჟღავნებს), გამოვლენა; he developed symptoms of fever მას ციების სიმპტომები აღმოაჩნდა; he developed a strange habit უცნაური ჩვევა გაუჩნდა;
4. გადმოცემა (გადმოსცემს), მოყოლა; to develop an idea აზრის განვითარება; to develop a case to an audience მსმენელთათვის საქმის ვითარების გაცნობა;
5. 1) დამუშავება (˂და˃ამუშავებს); to develop mineral resources სასარგებლო წიაღისეულის დამუშავება;
2) სამთ. გახსნა (გახსნის) საბადოსი;
6. შექმნა (შექმნის); to develop a strong organization ძლიერი ორგანიზაციის შექმნა;
7. ʘ გაირკვა, აღმოჩნდა; it develops that ... აღმოჩნდა, რომ ..., თურმე ...; it developed that he had made a mistake გაირკვა, რომ შეცდა / შეცდომა დაუშვა;
8. ამერ., მოძვ. დადგენა (დაადგენს), გამორკვევა; to develop the enemy's position მტრის პოზიციის დაზვერვა;
9. ფოტ. ფირის გამჟღავნება (˂გა˃ამჟღავნებს);
10. ჭადრ. ფიგურების გამოყვანა (გამოიყვანს), განვითარება; to develop a rook ეტლის გამოყვანა / განვითარება;
11. სამხ. გაშლა (გაშლის) ჯარისა;
12. სამხ. განვითარება (˂გან˃ავითარებს); to develop an attack შეტევის განვითარება;
13. მათ. გაშლა (გაშლის) ფორმულისა, გამოსახულებისა.