1. (on, upon) ʘ დამოკიდებულია; შეპირობებულია; to depend on / upon / the size [smb.'s conduct] ʘ ზომაზეა [ვისიმე ქცევაზეა] დამოკიდებული; depending on the situation გარემოებათა / სიტუაციის მიხედვით; sciences depend upon one another ზუსტი მეცნიერებები ერთმანეთთანაა დაკავშირებული; prices depend on supply and demand ფასები მოთხოვნითა და მიწოდებითაა განპირობებული;
2. (on, upon) დანდობა (დაენდობა), იმედის ქონა / დამყარება; to depend upon what one can earn საკუთარი შემოსავლის / ხელფასის იმედზე ყოფნა; you may depend upon him მისი ნდობა შეიძლება, არ გიმტყუნებს; depend upon it (that), you may depend upon it (that) საუბ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ / მერწმუნეთ (რომ);
3. (on, upon) ვინმესაგან დახმარების მიღება (˂მი˃იღებს); ʘ ვინმეზე დამოკიდებულია, ვისიმე კმაყოფაზეა; to depend upon one's parents მშობლების კმაყოფაზე ყოფნა; he depends on his pen for a living თავისი კალამი არჩენს / ინახავს, კალმით ირჩენს თავს;
4. რაიმე საკითხის / საქმის თაობაზე გადაწყვეტილების ლოდინი (
˂მო
˃ელის);
ʘ განსახილველადაა, განიხილება (
სასამართლოს ან პარლამენტის მიერ); the bills were still depending გადაწყვეტილება კანონპროექტების თაობაზე ჯერაც არ იყო მიღებული;
5. მოძვ. გადმოკიდება (გადმოეკიდება), ჩამოკიდება; to depend low ʘ დაბლაა გადმოკიდებული / ჩამოშვებული, დაბლა კიდია;
◇ it / that / depends, it all depends აბა რა მოგახსენოთ; სიტუაციას გააჩნია, გააჩნია რა შემთხვევაში; it all depends on the weather ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული.